ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი (გერმ. Humboldt-Universität zu Berlin) — ბერლინის ოთხ უნივერსიტეტთაგან უძველესი. დაარსდა 1809 წლის 16 აგვისტოს ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის ინიციატივით. 1828 წელს მიიღო "ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტის" სახელწოდება პრუსიის მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ III-ის პატივსაცემად, რომლის მეფობის პერიოდშიც დაარსდა უნივერსიტეტი. 1949 წლიდან ჰუმბოლდტის სახელი ჰქვია.
სწრაფი ფაქტები ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, დევიზი ...
ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
---|
Humboldt-Universität zu Berlin |
|
|
დევიზი |
Universitas litterarum |
---|
დაფუძნდა |
16 აგვისტო 1809, სწავლება დაიწყო 1810 წელს |
---|
ატარებს სახელს |
ვილჰელმ ჰუმბოლდტი და ალექსანდერ ჰუმბოლდტი |
---|
დამფუძნებელი (-ები) |
ვილჰელმ ჰუმბოლდტი |
---|
ტიპი |
comprehensive university, საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი, თავისუფალი გამომცემელი[1] და University of Excellence[2] |
---|
რექტორი |
Julia von Blumenthal |
---|
სტუდენტი |
36 232[3] |
---|
მდებარეობა |
Dorotheenstadt, ბერლინი და Prince Henry Palace |
---|
ქალაქი |
ბერლინი |
---|
ქვეყანა |
გერმანია |
---|
კავშირები |
Verein zur Förderung eines Deutschen Forschungsnetzes[4] , German Rectors' Conference[5] , German University Sports Federation[6] , Confederation of Open Access Repositories[7] [8] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[9] , Informationsdienst Wissenschaft[10] , Kommunaler Arbeitgeberverband Berlin[11] , German Universities Excellence Initiative[12] , Berlin University Alliance[13] , Franco-German University[14] , arXiv[15] , German National Research Data Infrastructure (NFDI) e.V.[16] , ORCID[17] და Networked Digital Library of Theses and Dissertations[18] |
---|
აფილაცია |
German Universities Excellence Initiative |
---|
|
www.hu-berlin.de |
დახურვა
სწავლება უნივერსიტეტში 1810 წელს დაიწყო და მასში 256 სტუდენტი ირიცხებოდა (2003 წელს აქ 37 145 სტუდენტი იყო, მათ შორის 4 662 უცხოელი). XIX საუკუნეში უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კვლევითი ცენტრი გახდა. მის რექტორებად სხვადასხვა დროს იყვნენ იოჰან გოტლიბ ფიხტე, გეორგ ფრიდრიხ ვილჰელმ ჰეგელი, ფრიდრიხ შლეიერმახერი, კარლ ვეიერშტრასი, თეოდორ მომზენი, რუდოლფ ვირხოვი, მაქს პლანკი და სხვა გამოჩენილი მეცნიერები.