ჰოროსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰოროსი, ჰორე (ეგვ-ბერძ „შორეთი“, „ცის მიჯნა“) — ეგვიპტურ მითოლოგიაში მზის ღმერთი. ოსირისისა და ისიდას შვილი, მისი მეუღლე იყო ჰატჰორი.
„რე-ჰორაჰტე“ იეროგლიფებში | |||
შევარდნის გარეგნობის ეგვიპტური ღვთაება, დასაბამიდან ცისა და მზის ღმერთი, უძველეს დროს ღმერთკაცი, მეფე-ღმერთი, რომელმაც მამის სისხლი აიღო და მძიმე ბრძოლების შემდეგ მოკლა ოსირისის მკვლელი ბიძა სეთი (ბოროტებისა და განადგურების ღვთაება). ბერძნებმა არტემიდეს ძმა უწოდეს და აპოლონს შეუერთეს (ეგვიპტური ბუბასტიდი), მზის ღმერთის თავისებურ სახედ აქციეს.