არტემიდა, ასევე არტემისი (ძვ. ბერძნ. Ἄρτεμις) — ბერძნულ მითოლოგიაში ქალღმერთი, ზევსისა და ლეტოს ასული, აპოლონის ტყუპის ცალი. თავდაპირველად ცხოველთა მფარველად და მეუფედ ითვლებოდა. მას გამოსახავდნენ ფურირმის ან ძუ დათვის სახით, რომლებიც შემდეგ არტემიდას საკულტო ცხოველებად იქცნენ. უძველეს ხანაში არტემიდა მცენარეებისა და ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო, ამასთანავე ფეხმძიმე ქალებისა და ახალშობილ ბავშვთა მფარველი, ოლიმპიური (ერთიანი ბერძნ.) რელიგიის ჩამოყალიბების ხანაში არტემიდა ნადირობის ქალღმერთი, უფრო გვიან მთვარის ღვთაებაც და სელენესთან იქნა გაიგივებული. არტემიდას კულტი იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროსა და რომში, სადაც მას შეესაბამება მთვარის ადგილობრივი ღვთაება დიანა. არტემიდას სახელზე აგებულ ტაძართაგან განსაკუთრებით ცნობილი იყო ეფესოს ტაძარი, რომელსაც „სამყაროს შვიდ საოცრებას“ მიაკუთვნებდნენ. ანტიკურ ხელოვნებაში არტემიდა მოკლეკვართიანი, ზურგზე კაპარჭმოგდებული მონადირე ქალის სახითაა გამოსახული.
არტემიდა | |
---|---|
მითოლოგია: | ძველი საბერძნეთის რელიგია |
სხვა კულტურებში: | დიანა, Anahit, Artio, Moon და Awilix |
სქესი: | მდედრობითი |
მამა: | ზევსი[1] |
დედა: | Leto[1] |
და-ძმა: | აპოლონი[1] |
გამოსახულებები |
ლიტერატურა
- ლორთქიფანიძე, ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 589.
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „არტემიდა“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.