From Wikipedia, the free encyclopedia
ჰორმიზდ IV (სპარს. هرمز چهارم; დ. 540 — გ. 590, ქტესიფონი) — სასანიდთა დინასტიის 23-ე შაჰინშაჰი 579–590 წლებში, ხოსრო I-ის ვაჟი.
ჰორმიზდ IV | |
---|---|
هرمز چهارم | |
სასანიდური ირანის 23-ე შაჰინშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 579 |
მმართ. დასასრული: | 590 |
წინამორბედი: | ხოსრო I |
მემკვიდრე: |
ბაჰრამ ჩუბინი (უზურპატორი) ხოსრო II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 540 |
გარდ. თარიღი: | 590 |
გარდ. ადგილი: | ქტესიფონი |
შვილები: | ხოსრო II |
დინასტია: | სასანიანები |
მამა: | ხოსრო I |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |
ტახტზე ავიდა მამის გარდაცვალების შემდეგ. მან ჩაიბარა ძლიერი, ორგანიზებული და კულტურულად აღზევებული სახელმწიფო. მიუხედავად ამისა, ის ვერ გახდა მამამისის, ხოსრო I ანუშირვანის მსგავსად კარგი მმართველი. ჰორმიზდმა ვერ შეძლო იმპერიაზე სრული კონტროლის დამყარება. ბიზანტიელებთან მიმდინარე ომის შედეგად დაკარგა მთელი მესოპოტამია, კავკასია და რამდენიმე ოლქი. პარალელურად, სასანიდურ ირანს ჩრდილოეთიდან თავს ესხმოდნენ ხაზარები. 571–572 წლებში ირანს გამოეყო სომხეთი და საქართველო.
488 წელს ქვეყანაში აჯანყებები დაიწყო, რომლებმაც საგრძნობლად დაასუსტა ჰორმიზდის ხელისუფლება. 490 წელს ის შეიპყრო მომავალმა შაჰმა და უზურპატორმა, ბაჰრამ ჩუბინმა. ბაჰრამის ბრძანებით ჰორმიზდ IV დააბრმავეს და რამდენიმე დღეში სიკვდილით დასაჯეს. 1 წლის შემდეგ, მისმა ვაჟმა, ხოსრო II-მ ბიზანტიელების დახმარებით შეძლო ბაჰრამ ჩუბინის მოკვლა და ტახტზე ასვლა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.