ჰორმიზდ II
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰორმიზდ II (სპარს. هرمز یکم; გ. 309) — სასანიდური ირანის მე-8 შაჰინშაჰი 302-309 წლებში, ნარსეს ვაჟი.
სწრაფი ფაქტები სასანიდური ირანის მე-8 შაჰინშაჰი, მმართ. დასაწყისი: ...
ჰორმიზდ II | |
---|---|
هرمز یکم | |
სასანიდური ირანის მე-8 შაჰინშაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 302 |
მმართ. დასასრული: | 309 |
წინამორბედი: | ნარსე |
მემკვიდრე: | ადურ ნარსე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 309 |
შვილები: |
ადურ ნარსე ჰორმიზდი ჯამასპი ჰორმიზდდუხტი ადურფრაზღირდი შაპურ II არდაშირ II |
დინასტია: | სასანიანები |
მამა: | ნარსე |
დედა: | ღურძადი |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |
დახურვა
ტახტზე ავიდა მამის გარდაცვალების შემდეგ. მისი მეფობა გამოირჩა სისასტიკითა და უთანასწორობით. ნარსესგან განსხვავებით დაიწყო მანიქეიზმის მიმდევართა დევნა. ჰორმიზდი ცდილობდა სომხეთის გადაბირებას რომის იმპერიის წინააღმდეგ საბრძოლველად. მან საკუთარი ქალიშვილი, ჰორმიზდდუხტი მიათხოვა სომეხ სარდალს, ვაჰან მამიკონიანს.[1] 309 წელს, ნადირობის დროს დაჭრეს ღასანიდებმა, ცოტა ხანში კი მსახურებმა ვერაგულად მოკლეს.
მის შემდეგ ტახტი დაიკავა უფროსმა ვაჟმა, ადურ ნარსემ, რომელიც 4 თვიანი მმართველობის შემდეგ მოკლეს დიდებულებმა. იმპერიაში ანარქიამ დაისადგურა. ჰორმიზდ II-ის ვაჟი იყო შაპურ II, რომლის სახელთანაა დაკავშირებული სასანიანების პირველი „ოქროს ხანა“.