ჰოგე-ველიუვეს ეროვნული პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰოგე-ველიუვეს ეროვნული პარკი (ნიდერლ. Nationaal Park De Hoge Veluwe) — ეროვნული პარკი ნიდერლანდებში, გელდერლანდის პროვინციაში. შეიქმნა 1935 წელს. ფართობი 55 კმ². ტერიტორიის დიდი ნაწილი მოქცეულია ედეს მუნიციპალიტეტის ფარგლებში. განლაგებულია ველიუვეს მორენების ტერმინალზე. ლანდშაფტების დიდი ნაწილი ფორმირებულია უკანასკნელი გამყინვარების ეპოქის განმავლობაში. პარკის შიგნით შემონახულია დასახლების ნარჩენები. ველებსა და ღია ქვიშიან ადგილებს აქვთ ანთროპოგენური წარმოშობა. პარკის გარკვეული ნაწილი ჭაობს უკავია.
ჰოგე-ველიუვეს ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
მდებარეობა | ნიდერლანდები |
კოორდინატები | 52°05′ ჩ. გ. 5°50′ ა. გ. |
ფართობი | 55 კმ² |
დაარსდა | 1935 წელს |
მსხვილი ძუძუმწოვრებიდნ ბინადრობს ხალებიანი ირმების ჯოგი. პარკის ტერიტორიაზეა კრელერ-მიულერის მუზეუმი და წმინდა ჰუბერტის სანადირო სახლი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.