From Wikipedia, the free encyclopedia
ჰენრიეტა ედვარდსი (ინგლ. Henrietta Muir Edwards; დ. 18 დეკემბერი, 1849 — გ. 10 ნოემბერი, 1931) — კანადელი ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი, ავტორი და რეფორმატორი.[1] ყველაზე უფროსი კანადის „ცნობილ ხუთეულში“ (ემილი მერფი, ნელი მაკკლანგი, ლუიზ მაკკინი და ირენ პარლბი), რომლებიც ქალთა საარჩევნო უფლებებისთვის და კანონის წინაშე ქალების „პიროვნებად“ აღიარებისთვის იბრძოდნენ. ჰენრიეტა ლუიზ მუირი მონრეალში დაიბადა და ცხოვრობდა. იგი მაღალი საშუალო კლასის ოჯახში გაიზარდა, რომელიც კულტურასა და რელიგიას აფასებდა. ედვარდსი აქტიურად იყო ჩართული მრავალ რელიგიურ ორგანიზაციაში, სადაც მას ძველი ტრადიციების შესაბამისად ზრდიდნენ, რომლებშიც ქალთა გარიყვა მისაღები იყო.[2]
ჰენრიეტა ედვარდსი | |
---|---|
ჰენრიეტა ედვარდსი | |
დაბადების თარიღი | 18 დეკემბერი, 1849 |
გარდაცვალების თარიღი | 10 ნოემბერი, 1931 (81 წლის) |
საქმიანობა | ქალთა უფლებების დამცველი |
მეუღლე(ები) | ოლივერ ს. ედვარდსი |
ედვარდსი 1849 წლის 18 დეკემბერს დიბადა.[1] 1875 წელს მან და მისმა დამ, ამელიამ, მონრელაში მუშა გოგონათა ასოციაცია დააარსეს, რომელიც გოგონებს საკვვებით, სამკითხველო ოთახებითა და სასწავლო კლასებით უზრუნვველყოფდა. იგი კანადაში ახალგაზრდა ქალთა ქრისტიანული ასოცაციის ერთ-ერთი პირველი მაგალითი გახდა. ასოციაცია გამოსცემდა პერიოდულ გაზეთს, „კანადის მუშა ქალები“, რომელიც საზოგადოებისთვის მუშათა პირობების გაცნობას ისახავდა მიზნად. ამ პროექტს ისინი საკუთარი ხარჯებით ახორციელებდნენ.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.