From Wikipedia, the free encyclopedia
ჰეთუმ I (სომხ. Հեթում Ա; დ. უცნობია — გ. 1271) — კილიკიის სომეხთა სამეფოს (აგრეთვე ცნობილი როგორც „პატარა სომხეთი“) მმართველი 1226 წლიდან 1270 წლამდე. იგი იყო რუბენიანების დინასტიის ბოლო წარმომადგენლის და კილიკიის სომეხთა სამეფოს დედოფლის ზაბელის ქმარი, რომლის შემდგომ მმართველობა მის ხელში გადავიდა და მანვე დაუდო სათავე ჰეთუმიანების დინასტიას. მონღოლეთის იმპერიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გამო ჰეთუმმა თავად იმოგზაურა მონღოლეთში. ეს მოგზაურობა კირაკოს განძაკეცმა აღწერა ნაშრომში „პატარა სომხეთის მეფის მოგზაურობა მონღოლეთში და უკან“.
ჰეთუმ I | |
---|---|
Հեթում Ա | |
ჰეთუმ I და ზაბელი მონეტაზე | |
კილიკიის სომეხთა სამეფოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1226 |
მმართ. დასასრული: | 1270 |
წინამორბედი: | ზაბელი |
მემკვიდრე: | ლევონ III |
გარდ. თარიღი: | 1271 |
მეუღლე: | ზაბელი |
დინასტია: | ჰეთუმიანები |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.