Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
რუბენიანები (სომხ. Ռուբինյաններ) ან რუბენიდები — სომხური დინასტია, რომელიც მართავდა კილიკიის სამეფოს ნაწილს და დააარსა კილიკიის სომეხთა სამეფო. დინასტიამ სახელი მისი დამაარსებელი, სომხეთის პრინც რუბენ I-სგან მიიღო. რუბენიანები იყვნენ კილიკიის პრინცები, შემდგომში კი მეფეები. დინასტია 1080 წლიდან არსებობდა, სანამ ისინი ჰეთუმიანებმა არ შეცვალეს XIII საუკუნის შუა წლებში.
ქვეყანა | კილიკიის სომეხთა სამეფო |
---|---|
ფუძე დინასტია | ბაგრატუნები |
ტიტულები | |
დამაარსებელი | რუბენ I |
უკანასკნელი მმართველი | ზაბელი |
დაარსდა | 1080 |
დაიშალა | 1342 |
გვერდითი შტოები | ჰეთუმიანები |
ეროვნება | სომხები |
რუბენიანების მიერ დაარსებული ახალი სომხური სახელმწიფო მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროპულ ქვეყნებთან და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯვაროსნულ ლაშქრობებში. კილიკიის სომეხთა სამეფო წარმოადგენდა ქრისტიანების თავშესაფარს იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე. ევროპულ ქვეყნებთან კავშირმა ხელი შეუწყო სომხური სამეფოს რელიგიის, პოლიტიკისა და კულტურის ევროპულთან მიახლოვებას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.