From Wikipedia, the free encyclopedia
ჰაფიზ მირ-ჯალალ-ოღლუ ფაშაევი (აზერ. Hafiz Mir-Cəlal oğlu Paşayev; დაბ. 2 მაისი 1941 წელი ბაქოში, აზერბაიჯანი სსრ) — საბჭოთა ფიზიკოსი (ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი) და აზერბაიჯანელი დიპლომატი და განათლების მოღვაწე. აზერბაიჯანის ელჩი აშშ-ში, კანადაში და მექსიკაში (1993—2006), აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე,
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ჰაფიზ ფაშაევი აზერ. Hafiz Paşayev | |
ამჟამინდელი თანამდებობა | |
---|---|
დაიკავა | აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურია აკადემიის რექტორი → ადა-ის უნივერსიტეტი |
დაბადებული | 2 მაისი 1941 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ |
მოქალაქეობა | სსრკ→ აზერბაიჯანი |
განათლება | ბსუ |
დიპლომატიური აკადემიის და (სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან შერწყმის შემდეგ) ადა-ს უნივერსიტეტის რექტორი.[1]
ჰაფიზ მირ-ჯალალ-ოღლუ ფაშაევი დაიბადა 1941 წლის 2 მაისს ბაქოში. 1963 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ამჟამად ბაქოს სახელმწიფო უნივიერსიტეტის) ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა.[2]
1964—1967 წლებში დაამთავრა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტი. 1971 წელს კი — მოსკოვში კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტში ასპირანტურა. 1971—1992 წლებში მუშაობდა აზერბაიჯანის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო თანამშრომლად, ლაბორატორიის დირექტორად. 1975—1976 წლებში ის ატარებდა სამეცნიერო კვლევებს ირვინის კალიფორნიის უნივერსიტეტში, იყო აზერბაიჯანელ და ამერიკელ ხალხებს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობი განვითარებით დაინტერესებულ სამერვეო საბჭოს შემადგენლობაში. 1984 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიიღო ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერაბათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1993—2006 წლებში იყო აზერბიაჯანის რესპუბლიკის განსაკუთრებული და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში (ამავდორულად მექსიკაში და კანადაში).[3] 2006 წლის 14 აგვისტოს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის რექტორად იქნა დანიშნული. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის 2014 წლის 13 იანვრის განკარგულებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია, რომლის რექტორადაც ჰაფიზ ფაშაევი დაინიშნა. იყო 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ორი მონოგრაფიის, და ასევე სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემების მომცველი ათობით სტატიების ავტორი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.