![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/ae/StandingHanumanCholaDynasty11thCentury.jpg/640px-StandingHanumanCholaDynasty11thCentury.jpg&w=640&q=50)
ჰანუმანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰანუმანი[1] (სანს. हनुमान [hanumān] — „გატეხილი ყბა“) — მაიმუნების ღვთაება, შემდეგ კი რამას ერთგული თანაშემწე და თანამებრძოლი რამაიანას ინდუისტურ ეპოსში.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/ae/StandingHanumanCholaDynasty11thCentury.jpg/640px-StandingHanumanCholaDynasty11thCentury.jpg)
რამაიანა მოგვითხრობს, რომ ქარის ღვთაების და მაიმუნის შთამომავალი ჰანუმანი რამას ეხმარება სიტას რავანასგან დახსნაში: ჰანუმანი მეფის სუგრივას ვეზირია და მისი ბრძანებით მაიმუნთა ლაშქარი ხიდს აშენებს ბოროტ დემონ რავანას სატახტომდე (ლანკადან შრი ლანკამდე), რათა რამამ შესძლოს ამ ქალაქზე სალაშქროდ გასვლა. ცეცხლმოკიდებული კუდით იგი ხტება შრი-ლანკას კუნძულზე და რავანას ქალაქში ხანძარს აჩენს.
ჰანუმანის კულტი ძირითადად ვიშნუს (კრიშნას და რამას) თაყვანისცემლებშია გავრცელებული.
ჰანუმანს თაყვანს სცემენ ასევე როგორც დემონებზე (მაგ. დაიტი), ნეხევარ-ღმერთებზე (მაგ. კინარი), ეშმაკისეული სულებზე (მაგ. პიშაჩი) და სხვა ნეგატიური ძალებზე გამარჯვებულს (მაგ. დაკინი).