From Wikipedia, the free encyclopedia
ჰაბარდი (ინგლ. Hubbard Glacier) — ხეობის ტიპის მყინვარი ჩრდილოეთ ამერიკაში, ალასკის სანაპიროზე. იწყება ლოგანის მთიდან, კანადისა და ალასკის საზღვარზე. სიგრძე 122 კმ. მყინვარის ფრონტალური ნაწილის სიგანეა დაახლოებით 9–16 კმ. მთისძირში ყინულის ასაკი 400 წლით განისაზღვრება. ფირნის ხაზის საშუალო სიმაღლეა 850 მ. იკვებება წმინდა ილიას მთების ფირნული ველებიდან. ზედა 67 კილომეტრიანი მონაკვეთი კანადის ტერიტორიაზეა, ხოლო დანარჩენი — 48 კილომეტრი მოქცეულია აშშ-ში.[1] მყინვარის ენა ეშვება წყნარი ოკეანის იაკუტატის ყურეში, სადაც წარმოქმნის 8 კილომეტრი სიგანის ფრონტს. ჰაბარდი ჩრდილოეთი ამერიკის უდიდესი მოქცევითი მყინვარია. XIX საუკუნის ბოლოდან დაწყებული მყინვარი წელიწადში წინ იწევს 17–18 მ-ით.[2] სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან მუდმივი შესწავლის ობიექტია.[3]
კოორდინატები: 60°18′50″ ჩ. გ. 139°22′15″ დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ კანადა |
ქედი | წმინდა ილიას მთები |
სიგრძე | 122 კმ |
ტიპი | ხეობური |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.