From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონათან ბრიუს პოსტელი (ინგლ. Jonathan Bruce Postel; დ. 6 აგვისტო, 1943, ალტადენა, კალიფორნია, აშშ — გ. 16 ოქტომბერი, 1998, სანტა-მონიკა, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მეცნიერი ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში, ინფორმაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი.
ჯონ პოსტელი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 აგვისტო, 1943[1] |
დაბ. ადგილი | ალტადენა[2] [3] [4] |
გარდ. თარიღი | 16 ოქტომბერი, 1998 (55 წლის) |
გარდ. ადგილი | სანტა-მონიკა[5] |
მოქალაქეობა | აშშ[6] |
საქმიანობა | ინფორმატიკოსი[7] [8] [9] და ინჟინერი |
ალმა-მატერი | ვან ნუისის უმაღლესი სკოლა[10] , კალიფორნიის უნივერსიტეტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი და კალიფორნიის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | EFF Award, SIGCOMM-ის ჯილდო, ჯონ პოსტელის პრემია და ინტერნეტის დიდების დარბაზი[11] |
საიტი | postel.org/postel.html |
დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტი, სადაც მიიღო ინჟინრის ბაკალავრისა (1966) და მაგისტრის (1968) წოდება. 1974 წელს მიიღო კომპიუტერულ მეცნიერებათა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.[12]
ჯონ პოსტელი ინტერნეტში გამოყენებული ყველა ადრეული ქსელური სტანდარტების (პროტოკოლების) ძირითადი შემქმნელი იყო (IP, ICMP, TCP, UDP, Telnet, FTP, DNS). მონაწილეობა აქვს მიღებული ორასზე მეტ RFC-ს შექმნაში. ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას „Internet Assigned Numbers Authority“ (IANA).
1973 წლის სექტემბრამდე პოსტელი მუშაობდა ARPANET-ში. ის ეხმარებოდა ელიზაბეტ ფეინლერის შექმნილ ქსელური ინფორმაციის ცენტრს. შემდეგ გადავიდა MITRE Corporation-ში. 1977 წლიდან მუშაობდა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტთან არსებულ ინფორმაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტში მეცნიერ-მკვლევარად.[13]
ჯონ პოსტელი გარდაიცვალა 1998 წლის 16 ოქტომბერს გულზე გადატანილი ოპერაციის შემდგომი გართულების გამო.
ჯონ პოსტელის ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი სახელი ეწოდა სამხრეთ კალიფორნიის საინფორმაციო მეცნიერებების უნივერსიტეტთან არსებულ ცენტრს და დაწესდა მისი სახელობის ყოველწლიური პრემია. ვინტონ სერფმა მისი ნეკროლოგი დაწერა და გამოაქვეყნა, როგორც RFC 2468 დოკუმენტი პოსტელის და მისი შემოქმედების ხსოვნის პატივსაცემად.[14]
2012 წელს ჯონ პოსტელი შეიყვანეს ინტერნეტის დიდების დარბაზში.[15] 2016 წელს დომენების რეესტრის შენობას ნორმანდიის კუნძულებზე მიენიჭა მისი სახელი.[16] [17]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.