ჯიდა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯიდა (არაბ. جدّة) — ქალაქი საუდის არაბეთში. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წითელი ზღვის სანაპიროზე. მოსახლეობა 3 456 259 კაცი (2010). მოსახლეობის რაოდენობით ქვეყნის მეორე ქალაქი და მისი ეკონომიკური დედაქალაქია. სახელწოდება ძალიან ახლოს დგას არაბულ სიტყვა „ბებიასთან“ და სავარაუდოდ კავშირშია ევასთან. ევას საფლავი არის ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
ჯიდა جدة | |
ქალაქის ზღვისპირა ბულვარი | |
ქვეყანა | საუდის არაბეთი |
კოორდინატები | 21°32′36″ ჩ. გ. 39°10′22″ ა. გ. |
მმართველი | Saleh Al-Turki[1] |
ფართობი | 5460 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 12 მეტრი |
მოსახლეობა | 3 456 259 კაცი (2010) |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 12 |
საფოსტო ინდექსი | 21000 |
დახურვა
ჯიდას აქვს საზღვაო პორტი, სადაც ჰაჯის დროს მექაში და მედინაში მიმავალი მომლოცველები იყრიან თავს. 2010 წელს ქალაქის მერმა მიიღო გადაწყვეტილება მეტროპოლიტენის მშენებლობის შესახებ. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში დაგეგმილია მსოფლიოში ყველაზე დიდი ცათამბჯენის მშენებლობა.