From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეფ პრესტონ ბეზოსი (ინგლ. Jeffrey Preston Bezos /ˈbeɪzoʊs/; დ. 12 იანვარი, 1964) — ამერიკელი მეწარმე, გამომგონებელი და ფილანტროპი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც კომპანია Amazon-ის დამაარსებელი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი.
ჯეფ ბეზოსი | |
---|---|
ჯეფ ბეზოსი 2019 წელს | |
დაბადების სახელი | ჯეფრი პრესტონ იორგენსენი |
დაბადების თარიღი |
12 იანვარი, 1964 ალბუკერკე, ნიუ-მექსიკო, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
ალმა-მატერი | პრინსტონის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მეწარმე, გამომგონებელი, პილანტროპი |
ცნობილია როგორც | Amazon-ის და Blue Origin-ის დამაარსებელი |
მეუღლე(ები) | მაკენზი ბეზოსი (იქ. 1993; განქ. 2019)[1] |
შემოსავალი | 214 მილიარდი (ნოემბერი, 2021) |
დაიბადა ალბუკერკეში, ნიუ-მექსიკოში, ხოლო გაიზარდა ჰიუსტონში, ტეხასში. დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი 1986 წელს, სადაც დაეუფლა ელექტროტექნიკასა და ინფორმატიკას. 1994 წელს, სიეტლში დააარსა კომპანია Amazon, რომელიც თავდაპირველად დაკავებული იყო წიგნების გაყიდვებით, ხოლო მოგვიანებით მოიცვა სხვადასხვა პროდუქტები და სერვისები, მათ შორის ვიდეო და აუდიო სტრიმინგი.
ბეზოსი შეუდგა თავისი ბიზნესის გაფართოებას, მას შემდეგ რაც დააფუძნა აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin 2000 წელს.[2] კომპანიამ დაიწყო სატესტო ფრენები 2015 წელს, 2018 წლისთვის გეგმავს ადამიანის სუბორბიტალურ ტურისტულ ფრენებს.[3] 2013 წელს, 250 მილიონი აშშ დოლარად შეიძინა გაზეთი „The Washington Post“.[4] ის ასევე ფლობს სხვადასხვა ბიზნესს, რომელსაც მართავს Bezos Expeditions.
2017 წლის 27 ივლისს ბეზოსი გახდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომლის შემოსავალმა 90 მილიარდი დოლარი შეადგინა. იმავე წლის 24 ნოემბერს შემოსავალი 100 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2018 წლის 6 მარტს ჟურნალ „Forbes“-ის მიერ ოფიციალურად დასახელდა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად 112 მილიარდი დოლარით.[5] 2018 წლის 17 მარტის მონაცემით მისი შემოსავალი 129 მილიარდს შეადგენდა.[6] იმავე წლის ივლისში მისმა შემოსავალმა 150 მილიარდს გადააჭარბა.[7] 2021 წლის ნოემბრის თვეში მისმა შემოსავალმა 214 მილიარდ დოლარს მიაღწია.[8][9]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.