From Wikipedia, the free encyclopedia
სერ ჯეიმზ ჩედვიკი (ჩედუიკი, ინგლ. James Chadwick; დ. 20 ოქტომბერი, 1891, ბოლინგტონი, ჩეშირის საგრაფო — გ. 24 ივლისი, 1974, კემბრიჯი) — ბრიტანელი ფიზიკოსი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (1927). ნობელის პრემიის ლაურეატი (1935). დაამთავრა მანჩესტერის უნივერსიტეტი (მაგისტრი, 1913), დოქტორის ხარისხი კემბრიჯის უნივერსიტეტში მიიღო (1921). ერნესტ რეზერფორდის მოწაფე. ასწავლიდა კემბრიჯისა და ლივერპულის უნივერსიტეტებში (პროფ. 1935–1948). 1943–1946 წლებში ხელმძღვანელობდა „მანჰეტენის პროექტში“ მონაწილე ბრიტანელ მეცნიერთა ჯგუფს. მთავარი სამეცნიერო ნაშრომები ბირთვული ფიზიკის დარგში აქვს. 1914 წელს აღმოაჩინა, რომ β-დაშლის დროს ბირთვიდან ამოტყორცნილი β-ნაწილაკებს აქვთ განუწყვეტელი სპექტრი. 1920 წელს ექსპერიმენტულად დაამტკიცა ატომური ბირთვის მუხტის ტოლობა ელემენტის რიგის ნომერთან. შეისწავლა (რეზერფორდთან ერთად) მსუბუქი ელემენტების ბირთვის ხელოვნური დაშლა და ელექტრონების სპონტანური ამოვრქვევა α-ნაწილაკებით მათი დაბომბვის დროს. 1932 წელს, ფრედერიკ და ირენ ჟოლიო-კიურების ექსპერიმენტის გამეორებითა და გაღრმავებით α-ნაწილაკების ნაკადით ბერილიუმიანი სამიზნის დასხივების გზით, დაამტკიცა ნეიტრონის არსებობა. შეადგინა პირველი ნეიტრონული წყარო, შეაფასა ნეიტრონის მასა. მიღებული აქვს ლონდონის სამეფო საზოგადოების დ. ჰიუზისა (1932) და გ. კოპლის (1950) მედლები. 1945 წელს სამეცნიერო დამსახურებისათვის მიიღო სათავადაზნაურო ტიტული.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.