ფორეჯი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფორეჯი, ჯარღალა (ლათ. Acipenser nudiventris) — გამსვლელი თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. მისი სხეული სიგრძე 2 მ-მდეა, მასა — 30 კგ-მდე. გავრცელებულია კასპიის, აზოვის, არალისა და შავი ზღვის აუზში. შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში გვხვდება მცირე რაოდენობით. აკლიმატიზებულია ბალხაშის ტბაში. ქვირითს ყრის მდინარეში. ძვირფასი სარეწაო თევზია — ამზადებენ დოშს, ზურგიელს, შავ ხიზილალას. იკვებება თევზებით, მოლუსკებით. მამალი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6–9 წლისა, დედალი — 12–14 წლისა. საქართველოს წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. ცოცხლობს 30 წელს და მეტს.
სწრაფი ფაქტები ფორეჯი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ფორეჯი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Acipenser nudiventris (Lovetsky, 1828) | |||||||||||||||
სინონიმები[1][2] | |||||||||||||||
სია
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Critically Endangered : 225 | |||||||||||||||
|
დახურვა
შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, მინიჭებული აქვს EN კატეგორია.[3]