![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d7/Figuerola.jpg/640px-Figuerola.jpg&w=640&q=50)
ხუსტო ფიგეროლა
From Wikipedia, the free encyclopedia
ხუსტო ფიგეროლა (ესპ. Justo Figuerola de Estrada; დ. 18 ივნისი, 1771, ლამბაიეკე, პერუ — გ. 23 მაისი, 1854, ლიმა, პერუ) — პერუელი პოლიტიკური და სამეცნიერო მოღვაწე. ორჯერ 1843 და 1844 წწ. ეკავა პერუს პრეზიდენტის თანამდებობა. იგი სწავლობდა და შემდეგ მუშაობდა ლიმის სან–მარკოსის უნივერსიტეტში, ასწავლიდა ფილოსოფიასა და საღვთო სჯულს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d7/Figuerola.jpg/320px-Figuerola.jpg)
იგი იყო ერთ–ერთი პირველი ვინც 1821 წელს ხელი მოაწერა პერუს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. 1823 წელს აირჩიეს პერუს კონგრესის დეპუტატად ქალაქ ტრუხილიოდან. ამავე წელს მცირე ხნით ხელმძღვანელობდა კონგრესს. ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაც. 1851 წელს მიატოვა პოლიტიკური კარიერა და გავიდა პენსიაზე.