From Wikipedia, the free encyclopedia
ხორვატიის გერბი (ხორ. Grb Republike Hrvatske) — ხორვატიის ერთ-ერთი სახელმწიფო სიმბოლო დროშასა და ჰიმნთან ერთად. შედგება ძირითადი ფარისაგან და ხუთი მცირე ფარისაგან. ხუთი მცირე ფარი წარმოაჩენს ხუთ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეს, რომლებისაგანაც შედგება ხორვატია. კერძოდ (მცირე ფარები მარცხნიდან მარჯვნინვ): ქალაქი ზაგრები და ცენტრალური ხორვატია; დუბროვნიკი; დალმაცია; ისტრია; სლავონია. ფარის ძირითადი ნაწილი შედგება 13 წითელი და 12 თეთრი კვადრატისგან.
ხორვატიის გერბი X საუკუნიდანაა ცნობილი და მას "šahovnica"–ს (ჭადრაკის დაფა) უწოდებენ. ტრადიციულად ითვლება, რომ იგი აღნიშნავს ორ ტომს - თეთრ და წითელ ხორვატებს, რომლებიც ხორვატი ერის წინაპრები იყვნენ.
ხორვატიის გერბის პირველი გამოსახულება მიეკუთვნება 1495 წელს. გამოსახულება შემონახულია ავსტრიაში ინსბრუკის კოშკზე, როგორც მაქსიმილიან I–ის ხორვატიის სამეფოს მმართველის სიმბოლო..[1][2] გერბი ასევე გამოჩნდა კეტინის ციხე–დარბაზში ფერდინანდ I–ის ხორვატიის მეფედ არჩევის დროს.[2][3][4]
ხორვატიის თანამედროვე გერბი მიღებულ იქნა 1990 წლის 21 დეკემბერს. დიზაინი ეკუთვნის გრაფიკულ დიზაინერ მიროსლავ შუტეჟს.
ხუთი მცირე ფარი წარმოაჩენს ხუთ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეს, რომლებისაგანაც შედგება ხორვატია. კერძოდ (მცირე ფარები მარცხნიდან მარჯვნინვ):
ხორვატიის ყველაზე ძველი სიმბოლოები:[5][6] ლაჟვარდისფერ ფარზე, მოვერცხლისფრო ნახევარ მთვარის ზემოთ გამოსახული ექვს ქიმიანი ვარსკვლავი (რომელიც განთიადის ვარსკვლავს გამოხატავს). უძველესი ვარიანტები მოიძებნება XII საუკუნეში ანდრაშ II–ის მიერ გამოშვებულ ხორვატიულო ფრიზატიკებზე (ფულის ერთეული).[7][8][9] ტრადიციულად ეს სიმბოლოები გამოსახული იყო წითელ ფონზე, როგორც ეს ჰქონდა ტრიუნის სამეფოს იოსიპ ელაჩიჩის დროს. ეს გერბი ასევე ასოცირდებოდა ილირიულ მოძრაობასთან. | |
დუბროვნიკის რეგიონი — მუქ ლურჯ ფარზე ორი წითელი ზოლი. ეს არის დუბროვნიკის გერბის გამარტივებული ვარიანტი, რომელიც XIV საუკუნიდან რაგუსას რესპუბლიკის მიერ გამოიყენებოდა. გერბი სათავეს არპადების დინასტიიდან იღებს, როდესაც ის ლუი I–მა 1358 წელს დუბროვნიკს ვასალად გახდომისას უბოძა.[10][11][12][13][14] გერბზე დღევანდელი ფერები 1950–იანებში გამოჩნდა.[15][16] | |
დალმაცია — დალმაციის გერბი: რურჯი ფარი, სამი ოქროსფერი ჰერალდიკური ლეოპარდით. ტრადიციულად ლეოპარდები ღრიალებდნენ და ენა ჰქონდათ გადმოყოფილი. ისტორიულად ეს გერბი გამოიყენებოდა გვიან XIV საუკუნიდან. პირველი ოფიციალური მონაცემი ფიქსირდება ლუი I–ის დროს, რომელიც მას პირად გერბზე იყენებდა. 1526 წლამდე ის ასევე ზოგადად ხორვატიასაც გამოხატავდა.[17] ის ასევე გამოსახული იყო სიგიზმუნდ I–ის,[18] და ალბრეხტ II–ის [19] დიდ ბეჭდებზე. | |
ისტრიას გერბი: ლურჯ ფონზე ყვითელი თხა წითელი ჩლიქებითა და რქებით. ისტრიის სიმბოლოდ თხა ანტკური ხანიდან მიიჩნევა.[20][21] მიუხედავად ამისა, ამ გერბის წარმომავლობა უცნობია და XIX საუკუნემდე ისტრიას არ ჰქონდა ოფიციალური სიმბოლო.[22] პირველი გამოსახულებები ჩნდება იანეზ ვაიკარდ ვალვაზორის რუკებზე XVII საუკუნის და მოგვიანებით პავაო რიტერ ვიტეზოვიჩის Stemmatographia sive armorum Illyricorum delineatio, descriptio et restitutio (1701)–ზე.[22][23] 1861 წელს ისტრია შეუერთდა ავსტრიის იმპერიას და ამ დროის შემდეგ მისი გერბი გახდა ოფიციალური.[22] ტრადიციული გამოსახულება იცვლებოდა ავტორების მიხედვით. იცვლებოდა როგორც ფარის ფერი ასევე თხის მდგომაარეობაც.[24][25] დღევანდელი გერბი აღებულია 1861 წლის ვარიანტიდან. | |
სლავონიის გერბი: ლურჯ ფარზე ექვს ქიმიანი ვარსკვლავი რომელიც განთავსებულია ორ თეთრ ზოლს (გამოხატავენ მდინარეებს სავა და დრავა) ზემოთ, ხოლო მათ შორის ტყის კვერნა ბუნებრივ ფერებში. გერბის ადრეული ვარიანტები მოიპოვება 1235–1384 წლებში გამოშვებულ მონეტებზე,[17] რომლებზეც ტყის კვერნა ორ 6 ქიმიან ვარსკვლავს შორის გარბის.[7][9][26] გერბს ოფიციალური სტატუსი მიანიჭა უნგრეთის მეფე უდასლო II–მ 1496 წლის 8 დეკემბერს.[17][27] 1497 წლიდან XVIII საუკუნებდე ის გამოიყენებოდა როგორც ხორვატიის პარლამენტის ოფიციალური ბეჭედი.[17][28] |
გამოყენებულ გერბები ისტორიის მანძილზე ჰქონდა განსხვავებული დიზაინი:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.