From Wikipedia, the free encyclopedia
ხომუტოვი (ჩეხ. Chomutov) — ქალაქი ჩეხეთში, უსტი-ნად-ლაბემის მხარეში. მოიცავს 29,26 კმ² ფართობს და მოსახლეობა 2010 წლის მონაცემებით 50 782 ადამიანს შეადგენს. შედეგად, ხომუტოვი ჩეხეთის სიდიდით მე-20 და რეგიონის მე-4 ქალაქია. მეტროპოლიურ არეალში 80 000-მდე კაცი სახლობს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ხომუტოვი Chomutov | |||||
ქალაქის მოედანი | |||||
| |||||
ქვეყანა | ჩეხეთი | ||||
მხარე (ჩეხეთი)|ჩეხეთის რეგიონები|მხარე | უსტი-ნად-ლაბემი | ||||
კოორდინატები | 50°27′46″ ჩ. გ. 13°24′40″ ა. გ. | ||||
მმართველი | Q130342912?[1] | ||||
დაარსდა | 1252 | ||||
პირველი ხსენება | 1252 | ||||
ფართობი | 29,26 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 340 მ | ||||
მოსახლეობა | 50 442 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 1 724 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 430 01 | ||||
საავტომობილო კოდი | U | ||||
ოფიციალური საიტი | chomutov-mesto.cz | ||||
ქალაქში განვითარებულია ქვანახშირის მოპოვება, ფოლადის, სამანქანო ნაწილების, ქიმიური და კვების მრეწველობა. ასევე აწარმოებენ საათებსა და კერამიკას.
ჩეხეთის ეს სავაჭრო დასახლება 1252 წლიდან ტევტონთა ორდენის მფლობელობაში იყო. 1396 წელს ქალაქის სტატუსი მიიღო. 1416 წელს იგი საღვთო რომის იმპერატორ ვაცლავ IV-ს მიჰყიდეს. 1421 წლის 16 მარტს ხომუტოვი ტაობრიტებმა დაანგრიეს, 1588 წელს კი აქ ებრაელები დასახლდნენ. 1605 წელს თავისუფალი სამეფო ქალაქი გახდა. ოცდაათწლიანი ომის მანძილზე, ქალაქი ორჯერ იქნა ოკუპირებული შვედების მიერ 1645 და 1647 წლებში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.