From Wikipedia, the free encyclopedia
ხოთანი[1] (უიღ. خوتەن), ხეთიენი (ჩინ. 和田, ფინინი: Hétián) — მდინარე დასავლეთ ჩინეთში, ტარიმის მარჯვენა შენაკადი. წარმოიქმნება მდინარეების კარაკაშისა და იურუნკაშის შერწყმის შედეგად, რომლებიც, თავის მხრივ, სათავეს იღებენ დასავლეთ კუნლუნზე. სიგრძე კარკაშის სათავიდან 1035 კმ, წყალშემკრები აუზის ფართობი 43,6 კმ², წყლის საშუალო ხარჯი მთებიდან გამოსვლისას 120 მ³/წმ.[2] მდინარისპირა ტყით გარშემორტყმული ფართო ხეობით კვეთს ტაკლა-მაკანის უდაბნოს. დინების დიდ ნაწილზე იყენებენ ხოთანის ოაზისის მოსარწყავად, კალაპოტი უდაბნოს საზღვრებში წყლით მხოლოდ წყალდიდობის დროს (ივლის-აგვისტო) არის სავსე. გვალვიან წლებში ხოთანი ვერ აღწევს ტარიმამდე.[3]
ხოთანი | |
---|---|
კარაკაშისა და იურუნკაშის შეერთება | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ტერიტორიული ერთეულები | სინძიანი |
სათავე |
კარაკაშისა და იურუნკაშის შეერთება 38°05′07″ ჩ. გ. 80°33′34″ ა. გ. |
შესართავი |
ტარიმი 40°28′45″ ჩ. გ. 80°56′39″ ა. გ. |
სიგრძე | 1035 კმ |
აუზის ფართობი | 43,6 ათ. კმ² |
მდინარის სისტემა | ტარიმი → ლობნორი |
წყლის ხარჯი (საშ.) | 120 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ხოთანი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.