From Wikipedia, the free encyclopedia
ხაროვსკის რაიონი (რუს. Харовский район) — ადმინისტრაციული ერთეული რუსეთში, ვოლოგდის ოლქის ჩრდილო ნაწილში, ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ხაროვსკი, ფართობი 3 560 კმ², რაიონის მთავარი მდინარეებია კუბენა, სიტი და მათი შენაკადები. 2010 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 17 927 ადამიანს შეადგენდა.
მუნიციპალური რაიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ხაროვსკის რაიონი Харовский район | |||||
| |||||
ქვეყანა | რუსეთი | ||||
ადმ. ცენტრი | ხაროვსკი[1] | ||||
შიდა დაყოფა | Q27566017?[1] , Q4414306?[1] , Q4414380?[1] , Q4414594?[1] , Q4414706?[1] და Q4414745?[1] | ||||
კოორდინატები | 59°57′00″ ჩ. გ. 40°12′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 15 ივლისი, 1929 | ||||
ფართობი | 3 560 კმ² | ||||
მოსახლეობა | 17 927 კაცი (2010) | ||||
ეროვნული შემადგენლობა | რუსები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||||
ოფიციალური საიტი | haradm.ru | ||||
რაიონის სტატუსი მიიღო 1929 წელს, მაშინ შედიოდა რსფსრ-ის ჩრდილოეთ მხარის, ვოლოგდის ოკრუგის, შემადგენლობაში. ამავე წელს შეიქმნა ადგილობრივი რაიკომი. 1930 წლის 30 ივლისის დადგენილებით ხაროვსკის რაიონს შეურთდა სიამჟენსკის რაიონის ნაწილი, თუმცა 1935 წლის 25 იანვარს რუსეთის ცენტრალური აღმსარულებელი კომიტეტის ბრძანების საფუძველზე სიამჟენკის რაიონს, კვლავ დაუბრუნდა ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი. 1936 წელს საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მიღების შემდეგ რაიონი ჩრდილოეთის ოლქის შემადგენლობაში შევიდა. ხოლო 1937 წლის 23 სექტემბერს ჩრდილოეთის ოლქის, ვოლოგდისა და არხანგელსკის ოლქებად, გაყოფის შემდეგ ვოლოგდის ოლქის შემადგენლობაში შევიდა. 1954 წელს დაბა ხაროვსკაიას მიენიჭა რაიონული ქალაქის სტატუსი და დაერქვა ხაროვსკი.
ხაროვსკის რაიონის საზღვრები დადგენილია ვოლოგდის ოლქის 2004 წლის 6 დეკემბერს მიღებული № 1121-ОЗ კანონით[2]. 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით რაიონი დაყოფილი იყო 1 საქალაქო და 11 სასოფლო დასახლებად. 2009 წელს რაზინსკოეს და შევნიცკოეს დასახლებები გაერთიანდნენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.