ჭერამიგარგარის (Prunus armeniaca) ადგილობრივი ფორმა. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონში, დიდი რაოდენობითაა თბილისის შემოგარენსა და გარდაბნის მუნიციალიტეტში.[1] გვხვდება გაფანტული სახით და უფრო ვრცლადაა ვიდრე გარგარის კულტურული ჯიშები. ცნობილია ჭერმის ჯიშური ფორმები, რომლებიც ერმანეთისაგან განირჩევიან სიმწიფის დროით, ნაყოფის სიმსხოთი და შეფერვით. ამ თესლნერგებიდან მოსახლეობა „ყაისის“ სახელწოდებით არჩევს ფორმებს, რომლებსაც კურკაში ტკბილი თესლი აქვს. ფორმებს შორის არის ისეთებიც, რომლებიც წარმოებისათვის ღირსშესანიშნავია. ჭერმის ნაყოფს უმთავრესად ფაფის, საწებლებისა და წვენის დასამზადებლად იყენებენ. იხმარება აგრეთვე ნედლადაც.[2]

Thumb
ჭერმის ნაყოფიანი ტოტი (მცხეთა)

ძლიერად ზრდადი ხეა, იზრდება 10–15 მეტრამდე. აქვს გადაშლილი ფორმის ვარჯი. ნაყოფი წვრილი ან საშუალო ზომისაა, ფერად ყვითელი, აქვს სხვადასხვა ინტენსივობის შეფერილობა. რბილობი ძარღვიანი და ფხვიერია, ხასიათდება ძლიერ არომატული საგემოვნო თვისებებით, თესლი მწარეა. მწიფს ივნისის ბოლოდან ივლისის შუა რიცხვებამდე. დაავადებებს კარგად უძლებს, ნემატოდების მიმართ საკმაოდ მაღალ გამძლეობას ამჟღავნებს. გამოირჩევა ხანგრძლივი სიცოცხლის უნარით, უხვი, რეგულარული მოსავლიანობით, მაღალი ყინვა- და გვალვაგამძლეობით, თესლის აღმოცენების მაღალი უნარით. ნიადაგის მიმართ ნაკლებად მომთხოვნია. კარგად იზრდება მლაშე ნიადაგებზეც. ვერ იტანს ჭარბტენიანობას. კარგად ეგუება ნიადაგის მაღალ კარბონატობას. გამოიყენება ატმის საძირედ შიდა ქართლისა და თბილისის საგარეუბნო ზონაში, ზოგჯერ — გარგარისადაც.[1]

ლიტერატურა

  • ხომეზურიშვილი ნ., ერისთავი ელ., საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები, საქართველოს სსრ მიწსახკომი, ლ. პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი, თბ.: „ტექნიკა და შრომა“, 1941;
  • ხომიზურაშვილი ნ. და სხვები, საქართველოს მეხილეობა, ტ. 4, გვ. 296, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1978;
  • ვარძელაშვილი მ., ტატინაშვილი ც., მეხილეობის პრაქტიკუმი, გვ. 143, თბ., 1990.

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.