ძველი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ძველი (ყოფილი: ზველი, ზეველი, ზემო ველი, ზრზველი) — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ჭობარეთი).[1] მდებარეობს ერუშეთის ქედის ჩრდილო–აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1460 მეტრზე, ასპინძიდან დაშორებულია 13,5 კილომეტრით. სოფელში მოიპოვება ვულკანური წიდა, ბაზალტის და ტუფის ქვა.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ძველი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარესამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
თემი | ძველი |
კოორდინატები | 41°34′47″ ჩ. გ. 43°09′08″ ა. გ. |
ადრეული სახელები | ზველი, ზეველი, ზემო ველი, ზრზველი |
ცენტრის სიმაღლე | 1460 მ |
მოსახლეობა | 371[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა