ცოფი
From Wikipedia, the free encyclopedia
ცოფი ან ჰიდროფობია[1] (ლათ. rabies — სიგიჟე) — ტეტანუსის მსგავსად მწვავე ქირურგიული სპეციფიკური ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე, აღუდგენელი დაზიანებით და, როგორც წესი, სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა, გამოცდილი ქირურგ-რაბიოლოგის ზედამხედველობით.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ცოფი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ცოფი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სხვა ინფექციური დაავადებებისაგან განსხვავებით ცოფი თითქმის არ ვრცელდება, რადგან ამ დაავადების თანამედროვე სპეციფიკური პროფილაქტიკის მეთოდი ძლიერ ეფქტიანია და ავადობის შემთხვევები გვხვდება მხოლოდ იმ პირებში, რომლებსაც არ ჩაუტარებიათ ანტირაბიული აცრები ან ჩაიტარეს არასრულყოფილად.