From Wikipedia, the free encyclopedia
ციქლასებრნი[1] (ლათ. Cichlidae) — თევზების ოჯახი ციქლასნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 5–70 სმ-ია. დედლის ზურგისა და ანალური ფარფლები უფრო მეტად მომრგვალებული და მოკლეა, ვიდრე მამლისა. ჩვეულებრივ, კაშკაშა შეფერილობა აქვთ. სისტემატიკა საბოლოოდ დადგენილი არ არის; ცნობილია რამდენიმე ათეული გვარი და დაახლოებით 1500 (სხვა წყაროებით — 2000-მდე) სახეობა. უმრავლესობა ბინადრობს აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ მტკნარ წყალსატევებში; ზოგიერთი წარმომადგენელი გვხვდება ცენტრალურ ამერიკაში, მადაგასკარზე და აზიაში. უპირატესად, მარტოული თევზებია, იკავებენ განსაზღვრულ ტერიტორიას; ზოგიერთი (მაგ., Cyprichromis leptosoma) დიდ ქარავნებს წარმოქმნის. იკვებებიან დეტრიტით, მცენარეებით, მწერების მატლებით, ჭიაყელებით, მოლუსკებით; სახეობების უმეტესობის ზრდასრული ინდივიდები მტაცებლები არიან. სქესობრივ სიმწიფეს 8–15 თვეში აღწევენ. ქვირითს ყრიან გრუნტზე ან პირში ახდენენ ინკუბაციას. სამეცნიერო კვლევისა (რთული ქცევა, სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებთან ადაპტაციის თავისებურებები, სახეობათა წარმოქმნა) და აკვარიუმში ყოლის (მ.შ. სკალარია) ობიექტებია; დიდი სახეობები — ადგილობრივი რეწვისა და აკვაკულტურისა (მაგ., მოზამბიკური ტილაპია, Oreochromis mossambicus).[2]
ციქლასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩვეულებრივი სკალარია (Pterophyllum scalare) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cichlidae (Bonaparte, 1835) | ||||||||||||
ქვეოჯახები | ||||||||||||
| ||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.