მცენარე თუთუბოსებრთა ოჯახისა From Wikipedia, the free encyclopedia
ცვილის ხე (ლათ. Toxicodendron succedaneum) — ფოთოლმცვივანი ხე თუთბოსებრთა ოჯახისა. სიმაღლით 10–12 მეტრია. აქვს რთული ფოთოლი და მოყვითალო ყვავილი. მისი სამშობლოა იაპონია, ჩინეთი, ჰიმალაი.[2] ბუნებრივად ამათ გარდა გავრცელებულია კამბოჯაში, ჩრდილოეთ ინდოეთში, კორეაში, ლაოსში, მიანმარში, ტაილანდსა და ვიეტნამში.[3] საქართველოში ინტროდუცირებულია 1896 წლიდან; იზრდება და ვითარდება კარგად. მცენარის ნაყოფი და თესლი შეიცავს ცვილს, რომელსაც იყენებენ სანთლის დასამზადებლად და შაქრის წარმოებაში. ყლორტების რძისებრი წვენი შეიცავს მაღალი ხარისხის ლაქს, რომელიც ხარისხითა და შემცველობით უახლოვდება ლაქის ხისაგან მიღებულს, ფოთოლი — მთრიმლავ ნივთიერებებს. დეკორატიულია, განსაკუთრებით შემოდგომით, როდესაც ფოთლები მუქ წითელ ელფერს ღებულობს.[2]
ცვილის ხე | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Toxicodendron succedaneum (L.) Kuntze, 1891 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 135819278 | |||||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.