From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილო-დასავლეთი (ინგლ. North West, აფრ. Noordwes, კოს. Nyakatho-Ntshonalanga, ტსვანა Bokone Bophirima) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 9 პროვინციიდან ერთ-ერთი. 2011 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3 509 953 ადამიანს[3][4], რითაც იგი მეშვიდეა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პროვინციებში, ხოლო მისი ფართობია – 104 882 კმ². პროვინციას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ლიმპოპო, დასავლეთით – გაუტენგი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ფრი-სტეიტი, სამხრეთ-დასავლეთით ჩრდილოეთი კაპლანდი, ხოლო ჩრდილოეთით – ბოტსვანა. შეიქმნა 1994 წელს ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მაფიკენგი. ყველაზე დიდი ქალაქია — რუსტენბურგი.
პროვინცია | |||
---|---|---|---|
ჩრდილო-დასავლეთი ინგლ. North West აფრ. Noordwes კოს. Nyakatho-Ntshonalanga ტსვანა Bokone Bophirima | |||
| |||
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | ||
ადმ. ცენტრი | Mahikeng | ||
შიდა დაყოფა | Bojanala Platinum District Municipality, Ngaka Modiri Molema District Municipality, Dr Ruth Segomotsi Mompati District Municipality და Dr Kenneth Kaunda District Municipality | ||
კოორდინატები | 27°00′00″ ს. გ. 26°00′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Job Mokgoro[1] [2] | ||
დაარსდა | 27 აპრილი, 1994 | ||
ფართობი | 104 882 კმ² | ||
მოსახლეობა | 3 509 953 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 33,47 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+2]] | ||
ოფიციალური საიტი | nwpg.gov.za | ||
ტერიტორიის დიდი ნაწილი წარმოადგენს სწორ ველებს ბალახოვანი მცენარეულობით და ცალკეული ხეებით. მაგალისბერგის მთის ქედი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთით 130 კმ-ზე პრეტორიიდან რუსტენბურგამდე. მდინარე ვაალი ასევე წარმოადგენს პროვინციის სამხრეთ საზღვარს.
ტემპერატურა მერყეობს 17 °С-დან 31 °С-მდე ზაფხულის თვეებში და 3 °С-დან 21 °С-მდე ზამთრის თვეებში. ნალექების წლის საშუალო დონე შეადგენს 360 მმ-ს, რომელთა დიდი ნაწილი მოდის ოქტომბრიდან აპრილის ჩათვლით.
მოსახლეობის დიდი ნაწილი ლაპარაკობს ტსვანა (65,4 %) ენაზე, სხვა ენებიდან გავრცელებულია აფრიკაანსი, სესოთო, კოსა, ინგლისური. მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრისტიანობის მიმდევარია. განათლების დონე სულ შეადგენს 57 %-ს, პროვინციას უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის მხრივ ქვეყანაში ყველაზე დაბალი წილი გააჩნია.
ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია იყოფა 4 ოლქად, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან 20 ადგილობრივ მუნიციპალიტეტებად.
|
|
|
პროვინციის ეკონომიკის საფუძველია სამთომომპოვებელი მრეწველობა, რომელიც შეადგენს მისი მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტს და სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფს მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს. ძირითადი სასარგებლო წიაღისეულს მოიცავენ ოქრო, ურანი, პლატინა და ალმასი.
პროვინციის ჩრდილოეთში და დასავლეთში განვითარებულია მეცხვარეობა და მსხვილი რქოსანი საქონლის გამრავლება. პროვინციის აღმოსავლეთი და სამხრეთი – სასოფლო-სამეურნეო რეგიონებია, სადაც მოჰყავთ სიმინდი, მზესუმზირა, თამბაქო, ბამბა, ციტრუსები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.