ჩოლაბარგი
სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში / From Wikipedia, the free encyclopedia
ჩოლაბარგი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგოითის თემში (სოფლები: ნიგოითი, ქვიანი, ჩოლაბარგი, ჭყონაგორა, ჯაპანა, ჯიხეთის მონასტერი). მდებარეობს გურიის ქედის ჩრდილოეთ კალთის ძირას, ზღვის დონიდან 80 მ, ლანჩხუთიდან 7 კმ., ნიგოითის რკინიგზის სადგურიდან 0,3 კმ. სოფელში გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფელში დაიბადა ქართველი გრაფიკოსი ანტონ გოგიაშვილი.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ჩოლაბარგი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | გურიის მხარეგურიის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნიგოითი |
კოორდინატები | 42°05′11″ ჩ. გ. 42°07′25″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 80 მ |
მოსახლეობა | 433[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა