From Wikipedia, the free encyclopedia
ჩინეთ-ტიბეტის მთები, სიჩუანის ალპები, ხუანდუანშანი — ქედი ჩინეთსა და მიანმარში. წარმოადგენს ტიბეტის მთიანეთის საფეხურს აღმოსავლეთ ჩინეთის ვაკეებსა და დაბალმთიანეთის საზღვარზე. სიგრძე დაახლოებით 750 კმ, სიგანე 400 კმ-მდე, სიმაღლე 5000-6500 მ (დასავლეთი) და 1000-1200 მ (აღმოსავლეთი, მაქსიმალური — 7590 მ (მწვერვალი გუნგაშანი). შედგება ციცაბოკალთებიანი ქედებისგან, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია სალუინის, მეკონგისა და იანძის ვიწრო და ღრმა ხეობებით. ჩინეთ-ტიბეტის მთები არის ძველი ბაქნის ნაწილი, რომელიც მეზოზოურ ეპოქაში დაიყო ცალკეულ ბლოკებად. აზევებული ბლოკები აგებულია არქეული და პროტოროზოული გნაისებით, კრისტალური ფიქლებითა და ქვიშაქვებით; დაწეული ბლოკები კი — პალეოზოური კირქვებით, ფიქლებითა და ქვიშაქვებით. პერიფერიული სერები, რომლებიც სიჩუანის ქვაბულს ეკვრის, აგებულია პერმული ასაკის ბაზალტებითა და მეზოზოური დანალექი წყებებით. ხშირია მიწისძვრა. არის რკინის მადნის, ოქროს და სპილენძის საბადოები. სიჩუანის ქვაბულის დასავლეთ კიდეზე ჰავა სუბტროპიკულია, რომელიც ტიბეტის მთიანეთისაკენ თანდათან იცვლება მეტად კონტინენტური გრილი ჰავით. მთათა სამხრეთი კალთების ძირზე ნალექები 1200 მმ წელიწადში, ქარპირა კალთებზე დაახლოებით 2000 მმ და მეტი, ტიბეტის მთიანეთისაკენ — 600 მმ. 4000 მ-ზე მაღლა ალპური მდელოები და სტეპებია, 2000-4000 მ სიმაღლეზე ჭარბობს წიწვოვანი ტყეები, 2000 მ-ის დაბლა შერეული ტყეებია, რომლებიც ქვევით იცვლება მარადმწვანე სუბტროპიკული ტყით (დაფნა, მაგნოლია); სამხრეთით ხეობებში გვხვდება ურთხელი.
ჩინეთ-ტიბეტის მთები | |
---|---|
კოორდინატები: 27°30′ ჩ. გ. 90°00′ ა. გ. | |
ქვეყანა | ჩინეთი მიანმარი |
უმაღლესი წერტილი | გუნგაშანი |
სიმაღლე | 7590 მ |
ფართობი | 800 000 კმ² |
სიგრძე | 750 კმ |
სიგანე | 400 კმ |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.