From Wikipedia, the free encyclopedia
მაგნოლია (ლათ. Magnolia) — მცენარეთა გვარი მაგნოლიასებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია. მეტწილად დიდი ფოთლები აქვთ. ყვავილები კენწრული და ორსქესიანია, უმეტესად სურნელოვანი, იშვიათად მყრალი.
მაგნოლია | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დიდყვავილა მაგნოლია (Magnolia grandiflora) | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Magnolia | ||||||||||||||
|
ნაყოფი გირჩისებრი, მრავალფოთლურაა, საიდანაც ძაფზე ჩამოკიდებული, წითელ გარსში მოქცეული თესლი. ცნობილია მაგნოლიის 80-მდე სახეობა, მათგან 20-მდე სახეობა ჩრდილოეთ ამერიკაში იზრდება, დანარჩენი — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
მაგნოლია კულტურაში ფართოდ არის დანერგილი. კარგად ხარობს ნოყიერ, ტენიან, დრენირებულ ნიადაგზე. ამრავლებენ თესლით, კალმით (სათბურში). ყოფილ სსრკ-ში კულტივირებულია 16 სახეობა, უმეტესად დიდყვავილა მაგნოლია (ლათ. Magnolia grandiflora), რომელიც შეიცავს ეთერზეთებს, გლიკოზიდებსა და ალკალოიდებს. საქართველოში მაგნოლია მოშენებულია თბილისში, წინანდალში, ქუთაისში და სხვა ადგილებში, უფრო მეტად კი შავი ზღვის სანაპიროზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.