From Wikipedia, the free encyclopedia
ჩიბათი — თემი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ამჟამად მოიცავს სოფლებს: ზემო ჩიბათი, ქვემო ჩიბათი, ჭალა. ყოველ 23 მაისს იმართება სოფლის დღესასწაული „ჩიბათობა“. სოფლში იდგა წმინდა გიორგის ორი ეკლსია. მათგან ერთი ქვით იყო ნაგები და ქვის გალავანი ჰქონდა.
ჩიბათში აღმოჩენილია ჩიბათის განძი. სავარაუდოა, რომ განძი ჩაფლულია VII საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც ჰერაკლე კეისარი ეგრისის გავლით ირანში მიდიოდა სალაშქროდ. გურიის სამთავროს პერიოდში ჯურუყვეთთან ერთად შეადგენდა ერთ სამოურავოს. მისი მოურავები იყვნენ ნაკაშიძეები.[1]1772 წელს იხსენიებს იოჰან გიულდენშტედტი.[2]
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ჩიბათის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა სოფლები ჩიბათი, ლესა, ჭინათი, გომახური, ორაგვე. 1873 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა. სოფელში დაიბადა ქართველი პოლიტიკოსი პეტრე სურგულაძე. სოფელში მოქმედებდა ბიბლიოთეკა-სამკითხველო, რომელსაც 1913 წელს ივანე გომართელმა შესწირა 340 მანეთი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.