From Wikipedia, the free encyclopedia
ჩარლი ჩაპლინი იყო ბრიტანელი კინომსახიობი, კომიკოსი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი, მუსიკოსი და კომპოზიტორი, რომლის კარიერა 1914 წლიდან 1967 წლამდე გაგრძელდა. ჩაპლინი, მისი კინოკარიერის დაწყებისთანავე, ჩამოყალიბდა მსოფლიოს მასშტაბის სინემატიკურ კერპად. ამ დიდი წარმატების საწინდარი იყო პერსონაჟი - მაწანწალა. 1910-იან და 1920-იან წლებში ჩაპლინი იყო მიჩნეული მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ადამიანად. [1]
ჩაპლინი დაიბადა ლონდონში და კარიერა დაიწყო ცხრა წლის ასაკში.[2] 1913 წელს, როდესაც ჩაპლინი იმყოფებოდა ტურნეზე ფრედ კარნოს დასთან ერთად აშშ-ში, მიიღო მაკ სენეტის Keystone Studios-სთან თანამშრომლობის შემოთავაზება, რასაც ჩაპლინი დათანხმდა. Keystone-თან თანამშრომლობის დროს, მან დაიწყო რამდენიმე ფილმისთვის სცენარის წერა და რეჟისორობა. 1915 წელს ჩაპლინმა ხელშეკრულება გააფორმა Essanay Studios-სთან, ხოლო ერთი წლის შემდეგ - Mutual Film-თან. 1918 წელს ჩაპლიმა დაიწყო საკუთარი ფილმების გამოცემა. თავდაპირველად, მათ უშვებდა First National-თან თანამშრომლობით, შემდეგ კი United Artists-ის მეშვეობით. ეს უკანასკნელი გაერთიანება დააარსა ჩაპლინმა მერი პიკფორდის, დუგლას ფერბენკსისა და დევიდ გრიფიტისთან ერთად.[3] 1940-იანი წლების ბოლოს და 1950-იანი წლების დასაწყისში ჩაპლინს დააბრალეს კომუნიზმთან თანამშრომლობა, რაც თავად უარყო.[4] მიუხედავად აშშ-ში მრავალწლიანი ცხოვრებისა, ჩაპლინმა უარი განაცხადა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებაზე და კვლავ ბრიტანეთის ქვეშევრდომი რჩებოდა. 1952 წელს, როდესაც ჩაპლინი მიემგზავრებოდა ინგლისში რამპის ჩირაღდნების პერმიერაზე დასასწრებლად, წაერთვა ამერიკაში დაბრუნების უფლება.[5] ჩაპლინი საბოლოოდ დასახლდა შვეიცარიაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრა. მისი უკანასკნელი ორი ფილმი გადაღებული და გამოშვებულია ინგლისში.
ცხოვრების მანძილზე, ჩაპლინმა მიიღო კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის სამი ჯილდო. კინოაკადემიის პირველ ცერემონიაზე, რომელიც ჩატარდა 1929 წლის 16 მაისს, ჩაპლინმა მიიღო საპატიო ორდენი სცენარის ავტორობის, რეჟისურის, პროდიუსერობისა და მსახიობობისთვის ფილმში ცირკი (1928)[6][7] 1972 წელს იგი დაბრუნდა აშშ-ში, რათა მიეღო შემდგომი საპატიო წოდება, ამ შემთხვევაში კინოსამყაროში მიღწეული საერთო წარმატებისთვის. მომდევნო წელს ჩაპლინის რამპის ჩირაღდნების მუსიკამ მიიღო კინოაკადემიის ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის“. მიუხედავად ოცი წლის გასვლისა, რამპის ჩირაღდნები ლოს-ანჯელესში არ გამოცემულა 1972 წლამდე, შესაბამისად, კინოაკადემიის დაჯილდოებას არ ჰქონდა უფლება აქამდე წარედგინა იგი ცერემონიაზე.[7] 1940 წლის ოსკარის ცერემონიაზე, ჩაპლინი ნომინირებული იყო კატეგორიებში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და საუკეთესო სცენარი ფილმისთვის დიდი დიქტატორი, ხოლო 1947 წელს მესიე ვერდუს სცენარისთვის.[7]
2009 წლის მონაცემებით, ჩაპლინის ხუთი სრულმეტრაჟიანი ფილმი არის დამატებული ეროვნული ფილმების რეესტრში: ემიგრანტი (1917), ოქროს ციებცხელება (1925), დიდი ქალაქის ჩირაღდნები (1931), ახალი დროება (1936), და დიდი დიქტატორის (1940). ასევე არჩეული იქნა ფილმი აჩვენე ხალხს (1928).[8] ჩაპლინმა, მის მიერ მოძრავ ფილმებში გაწეული სამოშაოსთვის, მიიღო საპატიო ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.[9]
1965 წელს ჩაპლინმა დაამტკიცა თავისი ოფიციალური ფილმოგრაფია და წარუდგინა საზოგადოებას თავის წიგნ ჩემ ავტობიოგრაფიასთან ერთად. ფილმოგრაფია შეიცავდა 1914 წლის შემდეგ გამოცემულ 80 კინოფილმს. ახალი დეტალები იქნა წარმოდგენილი დევიდ რობინსონის 1985 წლის ბიოგრაფიაში ჩაპლინი: მისი ცხოვრება და ხელოვნება, რომელიც შეიცავდა ჩაპლინის უკანასკნელ ფილმს გრაფინია ჰონგ-კონგიდან (1967), როგორც 81-ე ჩანწერი. 2010 წელს 82-ე ფილმი დაემატა ჩაპლინის შემოქმედებას. ეს ფილმი იყო ახლადაღმოჩენილი Keystone-ის ქურდის დამჭერი, რომელიც აქამდე ითვლებოდა დაკარგულად.[10]
ყველა ჩაპლინის ფილმი ცირკის (1928) ჩათვლით იყო მუნჯი, თუმცა ბევრი მათგანი ხელახლა გამოიცა საუნდტრეკებით. დიდი ქალაქის ჩირაღდნები (1931) და ახალი დროება (1936) არსებითან იყო მუნჯი ფილმები, თუმცა ფილმს თან ახლდა მუსიკა და ხმის ეფექტები, რომელიც შემდგომ ნელ-ნელა გადაიზარდა ლაპარაკში. ჩაპლინის ბოლო ხუთი ფილმი იყო ხმოვანი. გარდა ფილმისა გრაფინია ჰონგ-კონგიდან, ჩაპლინის ყველა ფილმი გადაღებული იყო 35მმ-იან შავ-თეთრ ფორმატში.
გარდა მითითებულებისა, გამოცემის თარიღები, პერსონაჟის სახელები და ქვემოთ წარმოდგენილი შენიშვნები გადმოწერილია ჩაპლინის ავტობიოგრაფიიდან, რობინსონის წიგნისა და ჯერალდ. დ. მაკდონალდის, მაიკლ კონუეისა და მარკ რიჩის წიგნიდან ჩარლი ჩაპლინის ფილმები (1965).
ჩაპლინმა ითამაშა Keystone Studios-ის 36 ფილმში. ყველა ამ ფილმის პროდიუსერი იყო მაკ სენეტი. გარდა მითითებული ფილმებისა, ყველა ფილმი იყო ერთნაწილიანი.
გამოშვების თარიღი | სათაური | გაწეული სამუშაო | შენიშვნები | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|
კომპოზიტორი | პროდიუსერი | სცენარის ავტორი | რეჟისორი | როლი | |||
2 თებერვალი, 1914 | ცხოვრების სახსარი | თაღლითი | |||||
7 თებერვალი, 1914 | საბავშვო ავტორბოლა ვენეციაში | მაწანწალა | გამოცემულია ნახევარ ნაწილად (ე.ი ორი ფილმი ერთ კოჭზე) საგანმანათლებლო ფილმთან "ზეთის ხილები და ხეები" ერთად | ||||
9 თებერვალი, 1914 | მეიბლის უცნაური გასაჭირი | მაწანწალა | |||||
19 თებერვალი, 1914 | ქურდის დამჭერი | პოლიციელი | კინოფილმი აღმოჩენილი იქნა 2010 წელს[10] | ||||
28 თებერვალი, 1914 | ორ თავსხმას შორის | კოპწია | |||||
2 მარტი, 1914 | ჯონი კინოში | ფილმ ჰონი | |||||
9 მარტი, 1914 | არეული ტანგო | ნასვამი მოცეკვავე | |||||
16 მარტი, 1914 | მისი საყვარელი გასართობი | მსმელი | |||||
26 მარტი, 1914 | წყეული, წყეული სიყვარული | მეფე ჰელპუსი | |||||
4 აპრილი, 1914 | თითით საჩვენებელი მდგმური | ვარსკვლავი პენსიონერი | |||||
18 აპრილი, 1914 | მეიბლი საჭესთან | არამზადა | 2 ნაწილიანი | ||||
20 აპრილი, 1914 | ოცწუთიანი სიყვარული | კი | კი | ჯიბის ქურდი | |||
27 აპრილი, 1914 | კაბარეში წაასწრეს | ოფიციანტი | 2 ნაწილიანი ასევე სცენარის ავტორი: მეიბლ ნორმანდი | ||||
4 მაისი, 1914 | წვიმამ მოუსწრო | კი | კი | ნასვამი სასტუმროს სტუმარი | |||
7 მაისი, 1914 | საქმიანი დღე | კი | კი | ცოლი | გამოცემულია ნახევარ ნაწილად საგანმანათლებლო ფილმ "დილის ფურცლებთან" ერთად | ||
1 ივნისი, 1914 | საბედისწერო ჩაქუჩი | თაყვანისმცემელი | |||||
4 ივნისი, 1914 | მისი მეგობარი ბანდიტი | კი | ბანდიტი | ჩაპლინის ერთადერთი დაკარგული ფილმი.[11] ასევე რეჟისორი: მეიბლ ნორმანდი | |||
11 ივნისი, 1914 | ნოკაუტი | მსაჯი | 2 ნაწილიანი | ||||
13 ივნისი, 1914 | მეიბლის საქმიანი დღე | ნასვამი აბეზარი ადამიანი | |||||
20 ივნისი, 1914 | მეიბლის ცოლქმრული ცხოვრება | კი | კი | მეიბლის ქმარი | ასევე სცენარის ავტორი: მეიბლ ნორმანდი | ||
9 ივლისი, 1914 | სიცილის გამომწვევი გაზი | კი | კი | კბილის ექიმის დამხმარე | |||
1 აგვისტო, 1914 | რეკვიზიტორი | კი | კი | რეკვიზიტორი | 2 ნაწილიანი | ||
10 აგვისტო, 1914 | სახე ბარის იატაკზე | კი | კი | არტისტი | დაფუძნებულია პოემაზე სახე ბარის იატაკზე | ||
13 აგვისტო, 1914 | დასვენება | კი | კი | მაწანწალა | გამოცემულია ნახევარ ნაწილად სამოგზაურო მოკლე ხმოვან ბგერასთან "იოსემიტური" ერთად | ||
27 აგვისტო, 1914 | მასკარადი | კი | კი | ფილმის მსახიობი | |||
31 აგვისტო, 1914 | მისი ახალი პროფესია | კი | კი | ჩარლი | |||
7 სექტემბერი, 1914 | მფლანგველები | კი | კი | მოქეიფე | |||
14 სექტემბერი, 1914 | ახალი შვეიცარი | კი | კი | შვეიცარი | |||
10 ოქტომბერი, 1914 | ეს სიყვარულის სატანჯველი | კი | კი | კოპწია | |||
26 ოქტომბერი, 1914 | ცომი და დინამიტი | კი | კი | ოფიციანტი | 2 ნაწილიანი ასევე სცენარის ავტორი:: მაკ სენეტი | ||
29 ოქტომბერი, 1914 | თავშეკავებული ჯენტლმენი | კი | კი | Impecunious Track Enthisiast | |||
7 ნოემბერი, 1914 | მისი მუსიკალური კარიერა | კი | კი | პიანინოს გადამტანი | |||
9 ნოემბერი, 1914 | მისი პაემანის ადგილი | კი | კი | ქმარი | 2 ნაწილიანი | ||
14 ნოემბერი, 1914 | თილის შეწყვეტილი რომანი | ჩარლი, ქალაქის თაღლითი | 6 ნაწილიანი დადგმიდან თილის კოშმარი, ა. ბალდუინისა და ედგარ სმითის. | ||||
5 დეკემბერი, 1914 | გაცნობა | კი | კი | მეუღლე | |||
7 დეკემბერი, 1914 | მისი პრეისტორიული წარსული | კი | კი | უიკჩინი | 2 ნაწილიანი | ||
ჩაპლინმა დაწერა, ირეჟისორა და ითამაშა Essanay Studios-ის 15 ფილმში. ყველა ქვემოთდასახელებული ფილმის პროდიუსერი იყო ჯისი ტ. რობინსი. გარდა მითითებული ფილმებისა, ყველა ფილმი იყო ორნაწილიანი.
გამოშვების თარიღი | სათაური | გაწეული სამუშაო | შენიშვნები | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|
კომპოზიტორი | პროდიუსერი | სცენარის ავტორი | რეჟისორი | როლი | |||
1 თებერვალი, 1915 | მისი ახალი სამუშაო | კი | კი | Film Extra | |||
15 თებერვალი, 1915 | მთელი ღამე | კი | კი | მოქეიფე | ედნა პორვიენსის დებიუტი | ||
11 აპრილი, 1915 | ჩემპიონი | კი | კი | მოკრივე | |||
18 ნოემბერი, 1915 | ბაღში | კი | კი | ჩარლი | 1 ნაწილიანი | ||
1 აპრილი, 1915 | მანქანის გაქცევა | კი | კი | თაყვანისმცემელი, მატყუარა გრაფი | |||
11 აპრილი, 1915 | მაწანწალა | კი | კი | მაწანწალა | |||
29 აპრილი, 1915 | ზღვაზე | კი | კი | მოსეირნე | 1 ნაწილიანი | ||
21 ივნისი, 1915 | სამუშაო | კი | კი | დეკორატორის შეგირდი | |||
12 ივლისი, 1915 | ქალი | კი | კი | ჩარლი / "ქალი" | |||
9 აგვისტო, 1915 | ბანკი | კი | კი | შვეიცარი | |||
4 ოქტომბერი, 1915 | გადაბირება | კი | კი | ჩარლი | |||
20 ნოემბერი, 1915 | საღამო მიუზიკ ჰოლში | კი | კი | მრ. პესტი და მრ. როუდი | |||
18 დეკემბერი, 1915 | კარმენი | კი | კი | დერნ ჰოსირი | ხელახლა გამოიცა 1916 წლის 22 აპრილს, როგორც 4 ნაწილიანი ფილმი, ლეო უატის მიერ | ||
27 მაისი, 1916 | პოლიცია | კი | კი | ყოფილი მსჯავრდებული | |||
11 აგვისტო, 1918 | სამმაგი გასაჭირი | კი | კი | შვეიცარი | ნაკრები შექმნა ლეო უაიტმა პოლიციისა და დაუმთავრებელი ნამუშევრის, ცხოვრების სცენებისგან. ასევე გამოყენებულია უაიტის მიერ გადაღებული ახალი კადრები. ჩაპლინი მიათვლის ამ პროდუქციას თავის ავტობიოგრაფიის ფილმოგრაფიაში |
ჩაპლინმა დაწერა, რეჟისორობა და პროდიუსერობა გაწია და ითამაშა Mutual Film Corporation-ის 12 ფილმში. ეს სტუდია ჩამოაყალიბა Lone Star Studios-მა სპეციალურად ჩაპლინის ფილმებისთვის. ყველა Mutual-ის გამოცემები არის 2 ნაწილიანი.
გამოშცევის თარიღი | სათაური | გაწეული სამუშაო | შენიშვნები | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|
კომპოზიტორი | პროდიუსერი | სცენარის ავტორი | რეჟისორი | როლი | |||
15 მაისი, 1916 | უნივერმაღის კონტროლიორი | კი | კი | კი | გაჭირვებული მყიდველი | ასევე სცენარის ავტორი: ვინსენტ ბრაიანი | |
12 ივნისი, 1916 | მეხანძრე | კი | კი | კი | მეხანძრე | ასევე სცენარის ავტორი: ვინსენტ ბრაიანი | |
10 ივლისი, 1916 | უქნარა | კი | კი | კი | ქუჩის მუსიკოსი | ასევე სცენარის ავტორი: ვინსენტ ბრაიანი | |
7 აგვისტო, 1916 | ღამის პირველ საათზე | კი | კი | კი | ნასვამი | ||
4 სექტემბერი, 1916 | გრაფი | კი | კი | კი | მკერავის შეგირდი | ||
2 ოქტომბერი, 1916 | ლომბარდი | კი | კი | კი | ლომბარდის პატრონის დამხმარე | ||
13 ნოემბერი, 1916 | ეკრანის მიღმა | კი | კი | კი | რეკვიზიტორის დამხმარე | ||
4 დეკემბერი, 1916 | საციგურაო მოედანი | კი | კი | კი | ოფიციანტი და ციგურებით სრიალის ენთუზიასტი | ||
22 იანვარი, 1917 | წყნარი ქუჩა | კი | კი | კი | ახალწვეული მაწანტალა პოლიციაში | ||
16 აპრილი, 1917 | მკურნალობა | კი | კი | კი | ალკოჰოლიკი ჯენტლმენი მინერალური წყლების კურორტზე | ||
17 ივნისი, 1917 | ემიგრანტი | კი | კი | კი | ემიგრანტი | 1998 წელს დაემატა ეროვნულ ფილმების რეესტრში[12] | |
22 ოქტომბერი, 1917 | თავგადასავლების მაძიებელი | კი | კი | კი | გაქცეული მსჯავრდებული |
ჩაპლინმა დაწერა, ითამაშა და რეჟისორობა და პროდიუსერობა გაწია თავისი საკუთარი საწარმოო კომპანიის 9 ფილმში, 1918 წლიდან 1923 წლამდე.
გამოშვების თარიღი | სათაური | გაწეული სამუშაო | შენიშვნები | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|
კომპოზიტორი | პროდიუსერი | სცენარის ავტორი | რეჟისორი | როლი | |||
14 აპრილი, 1918 | ძაღლური ცხოვრება | კი | კი | კი | კი | მაწანწალა | 3 ნაწილიანი მუსიკა შეთხზულია ნაკრებისთვის, საესტრადო მიმოხილვა |
29 სექტემბერი, 1918 | ობლიგაცია | კი | კი | კი | მაწანწალა | ნახევარ ნაწილიანი. ასევე თამაშობს ჩარლის ძმა - სიდნეი ჩაპლინი | |
20 ოქტომბერი, 1918 | თოფი მხარზე! | კი | კი | კი | კი | ახალწვეული | 3 ნაწილიანი მუსიკა შეთხზულია ნაკრებისთვის, საესტრადო მიმოხილვა |
15 მაისი, 1919 | მზიანი მხარე | კი | კი | კი | ფერმის ოსტატი | 3 ნაწილიანი | |
15 დეკემბერი, 1919 | დღიური გასართობი | კი | კი | კი | მამა | 2 ნაწილიანი | |
6 თებერვალი, 1921 | ბიჭუნა | კი | კი | კი | კი | მაწანწალა | 6 ნაწილიანი |
25 სექტემბერი, 1921 | უსაქმურთა კლასი | კი | კი | კი | მაწანწალა / ქმარი | 2 ნაწილიანი | |
2 აპრილი, 1922 | ხელფასის დღე | კი | კი | კი | მუშაკი | 2 ნაწილიანი | |
26 თებერვალი, 1923 | პილიგრიმი | კი | კი | კი | კი | გაქცეული მსჯავრდებული | 4 ნაწილიანი მუსიკა შეთხზულია ნაკრებისთვის, საესტრადო მიმოხილვა |
1923 წელს ჩაპლინმა დაიწყო თავისი ფილმების გამოშვება United Artists-ის მეშვეობით. ყველა ეს ფილმი იყო სრულმეტრაჟიანი. მან დაწერა სცენარი და პროდიუსერობა/რეჟისორობა გაწია რვა ფილმისთვის, ხოლო ყველა ფილმში თავად ითამაშა. დიდი ქალაქის ჩირაღდნებიდან მოყოლებული, ჩაპლინმა ასევე დაიწყო საკუთარის ფილმებისთვის მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა.
გამოშვების თარიღი | სათაური | გაწეული სამუშაო | შენიშვნები | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|
კომპოზიტორი | პროდიუსერი | სცენარის ავტორი | რეჟისორი | როლი | |||
26 სექტემბერი, 1923 | პარიზელი ქალი | კი | კი | კი | მებარგული | ჩაპლინს აქვს პატარა ეპიზოდური როლი | |
26 ივნისი, 1925 | ოქროს ციებცხელება | კი | კი | კი | კი | მარტოხელა მაძიებელი | მუსიკა შეიქმნეა 1942 წლის ხელახლა გამოცემასისთვის 1992 წელს დაემატა ეროვნული ფილმების რეესტრში[13] |
6 იანვარი, 1928 | ცირკი | კი | კი | კი | კი | მაწანწალა | მუსიკა შეიქმნა 1970 წლის ხელახლა გამოცემისათვის |
6 თებერვალი, 1931 | დიდი ქალაქის ჩირაღდნები | კი | კი | კი | კი | მაწანწალა | 1991 წელს დაემატა ეროვნული ფილმების რეესტრში[14] |
5 თებერვალი, 1936 | ახალი დროება | კი | კი | კი | კი | მომუშავე | 1989 წელს დაემატა ეროვნული ფილმების რეესტრში[15] |
15 ოქტომბერი, 1940 | დიდი დიქტატორი | კი | კი | კი | კი | ადენოიდ ჰინკელი / პარიკმახერი | 1997 წელს დაემატა ეროვნული ფილმების რეესტრში[16] ნომინაცია – ოსკარი საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის[7] ნომინაცია – ოსკარი საუკეთესო სცენარისთვის.[7] |
11 აპრილი, 1947 | მესიე ვერდუ | კი | კი | კი | კი | მესიე ჰენრი ვერდუ | დაფუძნებულია ორსონ უელსის იდეაზე[17] ნომინაცია – ოსკარი საუკეთესო სცენარისთვის[7] |
16 ოქტომბერი, 1952 | რამპის ჩირაღდნები | კი | კი | კი | კი | კალვერო | ფილმი, გამოსვლიდან მალევე, ამოიღეს ამერიკული ეკრანებიდან. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ჩაპლინი პოლიტიკური მიზეზებით იქნა გაძევებული აშშ-დან [18] ოსკარი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის (დაჯილდობა 1973 წელს, როდესაც კინოაკადემიას ფილმის განხილვის უფლება მიეცა)[7] |
1952 წელს, როდესაც ჩაპლინი მიემგზავრებოდა ინგლისში რამპის ჩირაღდნების პერმიერაზე დასასწრებლად, წაერთვა ამერიკაში დაბრუნების უფლება. მისი უკანასკნელი ორი ფილმი გადაღებული და გამოშვებულია ინგლისში.
გამოშვების თარიღი | სათაური | გაწეული სამუშაო | შენიშვნები | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|
კომპოზიტორი | პროდიუსერი | სცენარის ავტორი | რეჟისორი | როლი | |||
12 სექტემბერი, 1957 | მეფე ნიუ-იორკში | კი | კი | კი | კი | მეფე შადოვი | სტუდია Attica-Archway-ის პროდუქცია 1967 წლამდე არ გამოცემულა აშშ-ში |
5 იანვარი, 1967 | გრაფინია ჰონგ-კონგიდან | კი | კი | კი | მოხუცი სტიუარდი | სტუდია Universal-ის პროდუქცია Panavision-სა და Technicolor-ში პროდიუსერი: ჯერომი ეპსტეინი ჩაპლინს აქვს პატარა ეპიზოდური როლი |
გარდა 82 ოფიციალური ფილმისა, ჩაპლინს შემორჩა რამდენიმე დაუმთავრებელი ნამუშევარი, ასევე ჰქონდა რამდენიმე ეპიზოდურ როლი. იგი იყო მთავარი მსახიობი არაერთ კომპილაციურ ფილმში.
გამოშვების თარიღი | სათაური | გაწეული სამუშაო | შენიშვნები | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|
კომპოზიტორი | პროდიუსერი | სცენარის ავტორი | რეჟისორი | როლი | |||
1915–1916 | ცხოვრება | კი | კი | კი | დაუმთვრებელი, თუმცა რამდენიმე ნაწილი გამოყენებულია "ესენეი-ჩაპლინის საესტრადო მიმოხილვაში" (იხ. ქვემოთ). | ||
1918 | როგორ აკეთებენ ფილმებს | კი | კი | კი | თავისი თავი | დაუსრულებელი, თუმცა კადრები გამოყენებულია ჩაპლინის საესტრადო მიმოხილვაში (იხ. ქვემოთ) აღდგა 1981 წელს კევინ ბროუნლოუსა და დევიდ გილის მიერ[19] | |
(უსათაურო ფილმი) | კი | კი | კი | თავისი თავი | საქველმოქმედო ფილმი, რომელშიც თამაშობს ჰერი ლოდერი | ||
1919 | პროფესორი | კი | კი | კი | პროფესორი ბოსკო | ორნაწილიანი ფილმი, თუმცა გამოუცემელი | |
c.1922 | სასიამოვნო და მეგობრული | კი | კი | კი | არამზადა | იმპროვიზებული სკეტჩი | |
1926 | ზღვის ქალი | კი | დასრულებული, თუმცა გამოუცემელი | ||||
1933 | ყველაფერი ზღვაზე | თავისი თავი | ალისტეირ კუკის მიერ გადაღებული 11 წუთიანი კადრი ჩაპლინის გემზე პანაცეა. კადრში ჩანან ჩაპლინი, კუკი და პოლეტ გოდარდი[20] | ||||
1966–1975 | ახირება | კი | გამოცემა დაგეგმილი იყო ჩაპლინის ქალიშვილისთვის, ვიქტორიასთვის |
Essanay-მ გამოსცა სამი კრებული ჩაპლინის უფლების გარეშე (to which he took legal action). ჩაპლინმა გამოსცა საკუთარი კრებული 1959 წელს, ხოლო 1975 წელს დაიწყო შემდეგზე მუშაობა.
გამოშვების თარიღი | სათაური | გაწეული სამუშაო | შენიშვნები | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|
კომპოზიტორი | პროდიუსერი | სცენარის ავტორი | რეჟისორი | როლი | |||
31 მარტი, 1915 | ჩარლი ჩაპლინის წარდგენა | პრომო ფილმი, რომელიც შექმნილი იყო ჩაპლინის ფილმების პროლოგად | |||||
23 სექტემბერი, 1916 | ესენეი-ჩაპლინის საესტრადო მიმოხილვა | კი | კი | ყოფილი მსჯავრდებული | შედგენილია ლეო უაიტის მიერ, პოლიციისა და მის მიერ ახლადშექმნილი ცხოვრების კადრების გამოყენებით უუფლებო ჩაპლინისგან | ||
1916 | Zepped | პროპაგანდის ნაწილი, რომლის შვიდწუთიანი მონაკვეთი აღმოაჩინეს 2009 წელს[21] | |||||
მაისი, 1918 | გამომედევნე, ჩარლი | კი | კი | Essanay-ის ფილმების 7 ნაწილიანი კრებული. მონტაჟი ლანგფორდ რიდის მიერ. გამოიცა ინგლისში. უუფლებო ჩაპლინისგან | |||
25 სექტემბერი, 1959 | ჩაპლინის საესტრადო მიმოხილვა | კი | კი | კი | კი | მაწანწალა / ახალწვეული / გაქცეული მსჯავრდებული / თავისი თავიf | შედგენილია ფილმებისგან: ძაღლური ცხოვრება, პილიგრიმი, თოფი მხარზე!, როგორ აკეთებენ ფილმებს |
1975 | ჯენტლმენი მაწანწალა | დოკუმენტური კადრების კრებული, სადაც ნაჩვენებია ჩაპლინი თავის სახლში, შვეიცარიაში. |
გარდა საკუთარი ფილმებისა პარიზელი ქალი (1923) და გრაფინია ჰონგ-კონგიდან (1967), ჩაპლინს ასევე შესრულებული აქვს ეპიზოდური როლები შემდეგ ფილმებში:
წელი | სათაური | შენიშვნები |
---|---|---|
1915 | მისი აღორძინება | |
1921 | კაკალი | ჩაპლინი არ ჩანს ფილმის გადარჩენილ ნაწილში, თუმცა კადრებში გვხვდება უცნობი მსახიობი ჩაპლინის პერსონაჟის, მაწანწალის, როლში[22] |
1923 | სულები გასაყიდად | ნაჩვენები იყო პარიზელი ქალის დადგმისას |
ჰოლივუდი | დაკარგული ფილმი[23] | |
1928 | აჩვენე ხალხს | 2003 წელს დაემატა ეროვნულ ფილმების რეესტრში[24] |
ჩაპლინი "გამოჩნდა" თავისი თავის როლში შემდეგ მულტიპლიკაციურ ფილმებში:
წელი | სათაური | სერია |
---|---|---|
1923 | ფელიქსი ჰოლივუდში | კატა ფელიქსი |
1933 | მიკის გალა პრემიერა | მიკი მაუსი |
1936 | მიკის საცხენბურთო გუნდი | მიკი მაუსი |
ჩაპლინის ცხოვრება დრამატიზებულია შემდეგ ფილმებში:
წელი | სათაური | მსახიობი, რომელიც განასახიერებს ჩაპლინს |
---|---|---|
1989 | ახალგაზრდა ჩარლზ ჩაპლინი (six-part BBC mini-series) | ჯო გირი |
1992 | ჩაპლინი | რობერტ დაუნი უმცროსი |
2001 | კატის მიაუ | ედი იზარდი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.