![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/67/Scarlet_elf_cap_cadnant_dingle.jpg/640px-Scarlet_elf_cap_cadnant_dingle.jpg&w=640&q=50)
ჩანთიანი სოკოები
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩანთიანი სოკოები, ასკომიცეტები (ლათ. Ascomycetes) — უმაღლესი სოკოების ერთ-ერთი უდიდესი და მრავალფეროვანი კლასი. შეიცავს 30 ათასამდე სახეობას. აქ შედის, ერთი მხრივ, მიკროსკოპული ფორმები — საფუარები, ნაცროვანები და სხვ. და, მეორე მხრივ, მაკროსკოპული სახეობები საკმაოდ მოზრდილი ნაყოფსხეულებით — ხარისფაშვა, ნაოჭა და სხვა. ყველასათვის დამახასიათებელია მრავალუჯრედიანი მიცელიუმი და ნაყოფიანობის თავისებური ორგანო — ჩანთა ანუ ასკი. ჩანთები ჩნდება ნაყოფსხეულის შიგნით ან ზედაპირზე, უშუალოდ მიცელიუმზე ან დაკვირტულ უჯრედებზე. ჩანთოსანი სოკოების უმრავლესობა საპროფიტია. ცნობილია აგრეთვე უმაღლეს მცენარეთა პარაზიტები და ცხოველთა მიკოზების გამომწვევი სახეობები.
სწრაფი ფაქტები ჩანთიანი სოკოები, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ჩანთიანი სოკოები | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Ascomycetes | ||||||||||||||
|
დახურვა