შტატი
From Wikipedia, the free encyclopedia
შტატი (სიტყვიდან გერმ. Staat „სახელმწიფო, მმართველობა“) — ზოგიერთ ფედერაციულ წარმონაქმნებში (სახელმწიფო) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სახელწოდება, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული სუვერენიტეტის დონე.[1] შტატის სამართლებრივი და იურიდიული სტატუსი, ასევე მისი ხელისუფლების მოცულობის და კომპეტენციის დონე განისაზღვრება ფედერაციის კონსტიტუციით[2]. ამას გარდა, ზოგიერთ სახელმწიფოში შტატებს გააჩნიათ საკუთარი კონსტიტუცია.
შტატის სათავეში, როგორც წესი, დგას გუბერნატორი, რომელსაც ირჩევს მოსახლეობა ან დანიშნული როგორც ფედერაციული სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილის მეთაური ან როგორც უნიტარული სახელმწიფოს ადმინისტრაციული ერთეულის მეთაური.
თითოეულ შტატს ჰყავს საკუთარი წარმომადგენლები ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატაში, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება კანონმდებლობით, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში დამოკიდებულია შტატის მოსახლეობის რაოდენობაზე (მაგალითად, ინდოეთი), ხოლო ზოგჯერ თითოეულ შტატს პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელთა ერთი და იგივე რაოდენობა (მაგალითად, აშშ, ბრაზილია).