From Wikipedia, the free encyclopedia
დასახლებული პუნქტი — შვედური ტერმინის „tätort“ ყველაზე მიახლოებული თარგმანი. 2005 წლის მონაცემებით შვედეთში არის 1940 დასახლება. ტრადიციულად „tätort“-ი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 200 მაცხოვრებლისგან და ის შეიძლება იყოს ქალაქი ან დიდი სოფელი, ხოლო დიდი ქალაქები და ურბანული არეები მოიხსენიება ტერმინით „Stad“. „Stad“-ი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 10 000 მაცხოვრებელს,[1] თუმცა 1972 წლიდან ტერმინი Stad ოფიციალურად აღარ გამოიყენება.
XX საუკუნის დასაწყისისთვის ურბანიზაციამ და ინდუსტრიალიზააციამ შექმნეს ბევრი ახალი დასახლება, რომლებსაც ფორმალურად ქალაქის წოდება არ ჰქონდათ. იქმნებოდა ახალი გარეუბნები, რომლებიც დე ფაქტო ქალაქის შემადგენლობაში შედიოდნენ, ხოლო დე იურე სოფლები იყვნენ. ეს სტატისტიკისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა. 1930 წლის აღწერისთვის შემოიღეს ტერმინი „tätort“, რომელიც ითარგმნება როგორც დასახლებული პუნქტი. 1950 წლიდან მოხდა ქალაქების და სოფლების საზღვრების გამიჯვნა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.