From Wikipedia, the free encyclopedia
შაჰ რუჰ აფშარი, (სპარს. شاهرخ, დ. 1730 — გ. 1796) — აფშარიდების ბოლო, მეოთხე წარმომადგენელი, ნადირ-შაჰის შვილიშვილი. [1]
შაჰ რუჰ აფშარი | |
---|---|
ირანის შაჰი | |
მმართ. დასაწყისი: | 1748 |
მმართ. დასასრული: | 1796 |
წინამორბედი: | იბრაჰიმ აფშარი |
მემკვიდრე: | აღა-მაჰმად-ხანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1735 |
დაბ. ადგილი: | ისფაჰანი, ირანი |
გარდ. თარიღი: | 1796 |
გარდ. ადგილი: | თეირანი, ირანი |
მეუღლე: | გევჰერნისა ხანუმი |
შვილები: |
იმამ–ყული მირზა ნასროლა მირზა აბას მირზა ნადირ მირზა ჯალილ მირზა ყაჰარყული მირზა იაზდანბახშ მირზა გევჰერშად ბეგუმი გიულრუჰ ბეგუმი შეჰზანან ბეგუმი ყაჰირნისა ბეგუმი ქიჩიქ ბეგუმი |
დინასტია: | აფშარიდები |
მამა: | რეზა კოლი მირზა |
დედა: | ფატიმა სულთან ბეგუმი (სეფევი |
რელიგია: | ისლამი |
იგი როგორც ირანის შაჰი არჩეულ იქნა დიდებულების მიერ, როცა იბრაჰიმ აფშარი აღარ იყო ირანის შაჰი.
ტახტზე ასვლიდან ერთი წლის შემდეგ, 1749 წელს, მან დაკარგა სრულიად ტახტი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მოახერხა მისი დაბრუნება, თუმცა ვერ მოხერხდა აზერბაიჯანის და მაზადარანის დაბრუნება. აზერბაიჯანში იგი შეცვალა აზად ხანმა, ხოლო მაზადარანში იგი ჩაანაცვლა მუჰამედ ჰასან ხანმა. [2]
შაჰ რუჰმა 1750 წელს დაიბრუნა სულეიმან III-ის მიერ წართმეული ხორასანი.
1760 წელს მან კიდევ ერთხელ დაკარგა ირანის ტახტი და დარჩა მხოლოდ ხორასანის მმართველი, მაგრამ ამ შემთხვევაში მან ტახტის დაბრუნება ვეღარ მოახერხა და იგი შეცვალა კარიმ ხანმა. [3]
1796 წელს, შაჰ რუჰი გარდაიცვალა და ხოროსანის ტახტზე ავიდა ყაჯარების დინასტიის დამაარსებელი და პირველი წარმომადგენელი, აღა-მაჰმად-ხანი, რომელმაც შეძლო და გააერთიანა რამდენიმე ნაწილად დაშლილი ირანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.