From Wikipedia, the free encyclopedia
შარლ დე ვალუა (ფრანგ. Charles de Valois; დ. 1459 — გ. 1 იანვარი, 1496) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ანგულემის გრაფ ჟან ორლეანელისა და გრაფინია მარგარიტა დე როანის ვაჟი. საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ისა და ნავარის დედოფალ მარგარიტას მამა. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ლუი I-ისა და ვალენტინა ვისკონტის შვილიშვილი, რითაც იგი საფრანგეთის მეფე შარლ V-ისა და მილანის ჰერცოგ ჯან გალეაცო ვისკონტის შვილთაშვილად ერგებოდა. სწორედ ამის გამო შესძლო მისმა ვაჟმა, 1515 წელს საფრანგეთში გამეფება.
შარლ დე ვალუა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1459 |
გარდაცვალების თარიღი | 1 იანვარი, 1496, (36-37 წლის) |
ეროვნება | ფრანგები |
წოდება | ანგულემის გრაფი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ლუიზა სავოიელი |
შვილ(ებ)ი |
მარგარიტა, ნავარის დედოფალი ფრანსუა I, საფრანგეთის მეფე |
მშობლები |
მამა: ჟანი, ანგულემის გრაფი დედა: მარგარიტა დე როანი |
1488 წლის 16 თებერვალს, შარლი დაქორწინდა სავოიის ჰერცოგ ფილიპო II-ისა და მარგარიტა დე ბურბონის ასულზე, 11 წლის ლუიზა სავოიელზე, რომელთანაც სულ ორი შვილი შეეძინა:
შარლს ასევე ჰყავდა საყვარელი, ანტუანეტა დე პოლინიაკის სახით, რომელიც მისი ცოლის ფრეილინა იყო. მას ანტუანეტასთან ორი ქალიშვილი ჰყავდა:
მას ასევე ჰყავდა ერთი უკანონო ქალიშვილი ჟანა დე ლა კონტთან:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.