შანიუ
From Wikipedia, the free encyclopedia
შანიუ ასევე ჩან-იუ (ჩინ.: 单于; ხუნუს ენაზე: სანოკი ან ცანაკი,[1]) — ჩენგ-ლი კუ-ტუ ჩან-იუ-ს შემოკლებული ფორმა (ჩინ.: 撐犁孤塗單于). ხანის წიგნის (ხანის დინასტიის ქრონიკები) მიხევით მისი მნიშვნელობაა: ზეცა, შვილი, დიდი გამოცხადება.[2] ტერმინი წარმოადგენდა ცენტრალური და შუა აზიის მომთაბარე ტომების უზენაესი მმართველის ტიტულს. ტერმინმა იარსება დაახლოებით 8 საუკუნე და 402 წელს ჩაანაცვლა კაგანმა.[3]