შანის შტატი
From Wikipedia, the free encyclopedia
შანის შტატი (შანი: မိူင်းတႆ , ბირმული : ရှမ်းပြည်နယ်) — შტატი მიანმარში. შანის სახელმწიფო ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩინეთს (იუნნანს), აღმოსავლეთით ლაოსს (ლუანგ ნამტას და ბოკეოს პროვინციებს) და სამხრეთით ტაილანდს (ჩიანგ რაი, ჩიანგ მაი და მაი ჰონგონის პროვინციები). მის დასავლეთით ბირმას ხუთი ადმინისტრაციული ნაწილი მდებარეობს. ის 14 რეგიონსა და შტატს შორის უდიდესია ფართობით, რომელის 155 800 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს, მიანმარის მთლიანი ფართობის ერთ-მეოთხედს. შტატმა თავისი სახელი მიიღო ტაი ხალხისთვის ბირმული სახელიდან: ,,შანის ხალხი ". [1] ტაუნგგიი შტატის დედაქალაქია, და ის ქვეყნის დედაქალაქ ნაიფიიდოდან 150,7 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შანი (მრავალმნიშვნელოვანი). |
შტატი | |||
---|---|---|---|
შანის შტატი ბირმ. ရှမ်းပြည်နယ် | |||
| |||
ქვეყანა | მიანმარი | ||
ადმ. ცენტრი | Taunggyi | ||
კოორდინატები | 21°30′00″ ჩ. გ. 98°00′00″ ა. გ. | ||
ფართობი | 155 801.3 კმ² | ||
მოსახლეობა | 5 824 432 კაცი (2014) | ||
სიმჭიდროვე | 37 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+06:30 | ||
ოფიციალური საიტი | shanstate.gov.mm | ||
შანის შტატში მრავალი ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, აქ მაინც დაპირისპირებებია ეთნიკურ ჯგუფებს შორის.