![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/95/Shavsheti_Range_%2528view_from_Khulo%2529.jpg/640px-Shavsheti_Range_%2528view_from_Khulo%2529.jpg&w=640&q=50)
შავშეთის ქედი
ქედი საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ართვინის პროვინცი / From Wikipedia, the free encyclopedia
შავშეთის ქედი — ქედი საქართველოსა და თურქეთის (ართვინის პროვინცია) საზღვარზე, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, მდებარეობს საქართველოს სამხრეთ მთიანეთში. სიგრძე დაახლოებით 65 კმ, სიმაღლე ზღვის დონიდან 2812 მ-მდე (მთა ხევა). თითქმის განედური მიმართულებისაა. ჭარბობს პლატოსმაგვარი ზედაპირები. აგებულია ქვიშაქვებით.
სწრაფი ფაქტები შავშეთის ქედი ...
შავშეთის ქედი | |
---|---|
![]() შავშეთის ქედის ხედი ხულოდან. ცენტრში ჩანს უმაღლესი მწვერვალი ხევა. | |
კოორდინატები: 41°30′20″ ჩ. გ. 41°59′43″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | შუახევის მუნიციპალიტეტი ქედის მუნიციპალიტეტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ართვინის პროვინცია |
უმაღლესი წერტილი | ხევა |
სიმაღლე | 2812 მ |
სიგრძე | 65 კმ |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვა |
![]() |
დახურვა
შავშეთის ქედი აღმოსავლეთით უკავშირდება არსიანის ქედს, დასავლეთით ებჯინება მდინარეების ჭოროხისა და აჭარისწყლის შესართავს. აღმოსავლეთით, მაღალ, ნაწილზე შემორჩენილია ძველი გამყინვარების კვლები — მყინვარული ცირკები, მორენები, „ვერძის შუბლები“. თხემი შემოსილია ალპური მდელოებით, კალთები წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით.