აჭარისწყალი
მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში / From Wikipedia, the free encyclopedia
აჭარისწყალი[1] — მდინარე საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჭოროხის მარჯვენა შენაკადი. იგი სათავეს იღებს არსიანის ქედზე, მიედინება ვიწრო, ღრმა ხეობაში, შესართავთან ფართოვდება. აჭარისწყლის სიგრძე 90 კმ-ია, მდინარის აუზის ფართობი — 1540 კმ². მდინარე საზრდოობს სხვადასხვა წყაროებით, ძირითადად წვიმის წყლებით. ახასიათებს ადიდება მთელი წლის განმავლობაში. აჭარისწყალზე არის აწჰესი — აჭარისწყლის ჰიდროელექტროსადგური.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აჭარისწყალი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები აჭარისწყალი, ქვეყანა ...
აჭარისწყალი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
სათავე |
არსიანის ქედი 41°42′47″ ჩ. გ. 42°29′16″ ა. გ. |
შესართავი |
ჭოროხი 41°32′28″ ჩ. გ. 41°43′10″ ა. გ. |
სიგრძე | 90 კმ |
აუზის ფართობი | 1540 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
აჭარისწყალი ვიკისაწყობში |
დახურვა