From Wikipedia, the free encyclopedia
შავი ჭირის ბაცილა (ლათ. Yersinia pestis, ძველად Pasteurella pestis) — გრამუარყოფითი ბაქტერია ენტერობაქტერიების ოჯახიდან[1]. ბუბონური შავი ჭირის ინფექციური აგენტია, აგრეთვე შეუძლია პნევმონიისა (შავი ჭირის მსუბუქი ფორმა) და სეპტიკური შავი ჭირის გამოწვევა. სამივე ფორმა პასუხისმგებელია მაღალ სიკვდილიანობაზე ეპიდემიებში, რომლებიც ცნობილია კაცობრიობის ისტორიაში, მაგალითად, როგორებიცაა მესამე პანდემია და „შავი სიკვდილი“. ამ უკანასკნელის ანგარიშზე 1347—1353 წლებში ევროპის მოსახლეობის მესამედის სიკვდილია.
Y. pestis ერთ-ერთი ყველაზე პათოგენური და აგრესიული ბაქტერიაა. იგი თრგუნავს მასპინძლის ფაგოციტური სისტემის დამცავ ფუნქციას — იჭრება ფაგოციტებში და შეუფერხებლად მრავლდება მათში. შავი ჭირის მიმართ მგრძნობელობა ძირითადად განპირობეულია ფაგოციტების დამცველობითი ფუნქციის დაქვეითებით. Y. pestis-ის მაღალი ინვაზიურობა, აგრესიულობა, ტოქსიგენობა, ტოქსიკურობა, ალერგენურობა და ფაგოციტების ფუნქციის დათრგუნვის უნარი უზრუნველყოფილია ფათოგენობის ფაქტორების მთელი არსენალით, მათ შორის:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.