From Wikipedia, the free encyclopedia
ყირიმული ფიჭვი, პალასის ფიჭვი (ლათ. Pinus nigra subsp. pallasiana) — მარადმწვანე ხე, ფიჭვისებრთა ოჯახისა. სიმაღლე 20-30 მ, ზოგჯერ 45 მ-მდე. ყირიმული ფიჭვის სამშობლოა ყირიმის მთები.
ყირიმული ფიჭვი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ყირიმული ფიჭვის საერთო ხედი | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Pinus nigra subsp. pallasiana | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 20454606 | ||||||||||||
|
მისი გავრცელების არეალი მოიცავს ყირიმს, იაილის სამხრეთ კალთებსა და კავკასიის შავიზღვისპირა სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილს. უწინ ყირიმული ფიჭვი თითქმის მთლიანად ფარავდა ყირიმის მთების კალთებსა და შტოქედებს. სინათლის მოყვარული მცენარეა, კარგად იზრდება ღია მზიან ადგილებში. ვარჯი ფართოა, პირამიდისებური; ტოტები ჰორიზონტალური.
ქერქი შავი ან მურაა, ნაპრალოვანი. ნორჩი ყლორტი მოყვითალო-მურა ფერისაა, კრიალა. კვირტი მსხვილია, სწორი. სიცოცხლის ხანგრძლივობა 500-600 წელი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.