From Wikipedia, the free encyclopedia
ყარაღანდა (ყაზახ. Қарағанды) — ქალაქი ყაზახეთში, ყარაღანდის ოლქის ცენტრი. მდებარეობს ყაზახეთის წვრილგორაკების ფარგლებში. აღმოცენდა მეშახტეთა დაბის ადგილზე, რომელიც ყარაღანდის ქვანახშირის აუზის ცენტრში მდებარეობდა. მრეწველობის მთავარი დარგია ქვანახშირის მოპოვება. ადმინისტრაციული თვალსაზრისით გამოიყოფა 2 რაიონი. ქალაქი შედგება ცალკეული მასივებისაგან (ძველი ქალაქი XIX საუკუნის II ნახევარი; ახალი ქალაქი — მაიქუდუქი, ფიოდოროვკა და სხვა). მდინარე დიდი ბუქფის ორივე ნაპირზე გაშენებულია კულტურული და დასვენების პარკი. არის ხუროთმოძღვრული ძეგლები. დიდი ინდუსტრიული, სამეცნიერო და კულტურული ცენტრია. 2010 წლისათვის ქალაქში ცხოვრობდა 459,778 ადამიანი. დაარსდა 1931 წელს, ქალაქია 1932 წლიდან, საოლქო ცენტრია — 1936 წლიდან.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ყარაღანდა Қарағанды | |||
კულტურის სასახლე | |||
| |||
ქვეყანა | ყაზახეთი | ||
კოორდინატები | 49°50′00″ ჩ. გ. 73°10′00″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1931 | ||
ფართობი | 497.8 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 546 მ | ||
მოსახლეობა | 459,778 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 920 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+6 | ||
სატელეფონო კოდი | +7 7212 | ||
საფოსტო ინდექსი | 100000-100030 | ||
საავტომობილო კოდი | M და 09 | ||
ოფიციალური საიტი | karaganda-akimat.gov.kz | ||
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.