From Wikipedia, the free encyclopedia
ყავისფერი ჯუჯა — სუბვარსკვლავური ობიექტი, რომელიც იმდენად მასიური არაა, რომ წყალბადი-1-ს სინთეზის რეაქციები წარმოქმნას ბირთვში, განსხვავებით მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავებისაგან. მათი მასის დიაპაზონი მძიმე გაზურ გიგანტებსა და მსუბუქ ვარსკვლავებს შორისაა, რომლის ზედა ზღვარი დაახლოებით 75-დან[1] 80 იუპიტერის მასამდეა (MJ). ნავარაუდევია, რომ 13 MJ-ზე მძიმე ყავისფერი ჯუჯა დეითერიუმის სინთეზს ახერხებს, ხოლო ~65 MJ ლითიუმსაც ასინთეზირებს.[2] ყავისფერი ჯუჯები შესაძლია სრულად კონვექცირებადი იყოს, არც ფენებით და არც სიღრმის მიხედვით ქიმიური დიფერენციაციით.[3]
ძალიან დაბალი მასის ყავისფერი ჯუჯისა და გიგანტი პლანეტის (~13MJ) განმარტებებზე დღემდე კამათობენ.[4] ერთი მხარის აზრები დაფუძნებულია ფორმირებაზე, ხოლო სხვა მხარისა — ინტერიერის ფიზიკაზე.[4]
კამათის ნაწილი ეხება იმას, უნდა გადაიტანოს თუ არა ყავისფერმა ჯუჯებმა სინთეზის პროცესი მათი არსებობის ისტორიის რომელიმე პერიოდში.
ვარსკვლავი კატეგორიზირებულია სპექტრული კლასით, სადაც ყავისფერი ჯუჯები აღნიშნულია, როგორც M, L, T და Y ტიპები.[4][5] მათი სახელის მიუხედავად, ყავისფერი ჯუჯები განსხვავებული ფერისაა. მრავალი ყავისფერი ჯუჯა ადამიანის თვალისთვის მეწამული გამოჩნდება,[4][6] ან შესაძლოა ნარინჯისფერი/წითელი.[7] ასეთი ტიპის ვარსკვლავები ძალიან კაშკაშა არ არის ხილულ სპექტრში.
არსებობს პლანეტები, რომლებიც ყავისფერი ჯუჯების გარშემო ბრუნავს: 2M1207b, MOA-2007-BLG-192Lb და 2MASS J044144b
დაახლოებით 6,5 სინათლის წლის მოშორებით უახლოესი ყავისფერი ჯუჯა არის ლუჰმან 16, რომელიც არის ყავისფერი ჯუჯების ორმაგი სისტემა. ის 2013 წელს აღმოაჩინეს. ერთ ყავისფერის ჯუჯას, სახელად DENIS-P J082303.1-491201 b, ულტრაგრილი ორმაგი სისტემიდან, დაახლოებით 28 იუპიტერის მასა აქვს, რის გამოც ის ყველაზე დიდი ეგზოპლანეტაა ცნობილთა შორის (2014 წლის მარტის მონაცემებით).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.