From Wikipedia, the free encyclopedia
ქოჯა დავუდ-ფაშა (თურქ. Koca Davud Paşa; გ. 20 ოქტომბერი, 1498, დიდიმოტიკა) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე. ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1482-1497 წლებში, სულთან ბაიაზიდ II-ის დროს. დავუდა ფაშა გახდა ოსმალების დინასტიის სიძე (დამატი) მას შემდეგ, რაც ოსმლეთის პრინცესასთან იქორწინა.
ქოჯა დავუდ-ფაშა | |
---|---|
Koca Davud Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 1482 |
მმართ. დასასრული: | 1497 |
წინამორბედი: | ისჰაკ-ფაშა |
მემკვიდრე: | ჰერსეკზადე აჰმედ-ფაშა |
სულთანი: | ბაიაზიდ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
დაბ. ადგილი: | ალბანეთი |
გარდ. თარიღი: | 20 ოქტომბერი, 1498 |
გარდ. ადგილი: | დიდიმოტიკა |
ეროვნება: | ალბანელი |
1473 წელს მისი ხელმძღვანელობით ოსმალეთის ჯარმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა ოტლუკბელის ბრძოლაში. მან ხელში ჩაიგდო ქალაქი შკოდერი, რომელიც ბოლო დასაყრდენს წარმოადგენდა ალბანეთისთვის. 1479 წელს იგი გახდა ბოსნიის სანჯაყ-ბეი და დიდი ჯარით განახორციელა თავდასხმა უნგრეთის სამეფოზე. როგორც ძლიერმა ვეზირმა, მან 1487 წელს წამოიწყო ომი მამლუქებთან. თავდაპირველად მან დაგეგმა ექსპედიცია მამლუქების წინააღმდეგ, მაგრამ მისი გეგმა გააუქმა ბაიაზიდ II-მ.
დავუდა-ფაშა გარდაიცვალა დიდიმოტიკაში 1498 წლის 20 ოქტომბერს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.