From Wikipedia, the free encyclopedia
სანჯაყ-ბეი (თურქ. Sancak Beyi) — ოსმალეთის იმპერიის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, სანჯაყის მმართველი. სანჯაყი შეესაბამება ოლქს, ხოლო სანჯაყის მმართველი ამავდროულად იყო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიც[1].
სიტყვა „სანჯაყი“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „დროშას“. ამ სიტყვით განისაზღვრებოდა სამხედრო ფორმირება. შესაბამისად სანჯაყ-ბეი ამ სამხედრო ფორმირების მეთაურად ითვლებოდა.
სანჯაყ-ბეის ჰქონდა იგივე უფლებები, რაც ბეილერ-ბეის თუმცა ემორჩილებოდა ბეილერ-ბეის. მისი უფლებები ვრცელდებოდა მხოლოდ მისსავე სანჯაყში[2]. სანჯაყ-ბეის ფუნქციებში შედიოდა ბანდიტებისა და ერეტიკოსების დევნა, არმიისათვის და ფლოტისათვის საკვებისა და იარაღის მიწოდება[3].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.