From Wikipedia, the free encyclopedia
ქლორწყალბადი[3], ზოგჯერ მას მარილმჟავას უწოდებენ[4] (HCl) — უფერო, თერმულად მდგრადი აირი მკვეთრი სუნით, ადვილად იხსნება წყალში (ერთ მოცულობა წყალში იხსნება 500-მდე მოცულობა) ქლორწყალბადმჟავას (მარილმჟავა) წარმოქმნით . −85,1 °C-ზე კონდენსირდება უფერო, მოძრავ სითხედ. −114,22 °C-ზე HCl გადადის მყარ მდგომარეობაში. მყარ მდგომარეობაში ქლორწყალბადი არსებობს ორი კრისტალური მოდიფიკაციით: რომბული, მდგრადი −174,75 °C-ზე დაბლა, და კუბური.
ქლორწყალბადი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ქლორწყალბადი |
ქიმიური ფორმულა | HCl |
ფარდ. მოლეკ. მასა | 36,4606 მ. ა. ე. |
მოლური მასა | 36,4606 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
მდგომარეობა (სტ. პირ.) | აირი |
სიმკვრივე | 1.477 (აირი) გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −114,22 °C |
დუღილის ტემპერატურა | −85 °C |
დაშლის ტემპერატურა | 1500 °C |
კრიტიკული წერტილი | 51,4 °C |
კუთრი თბოტევადობა (სტ. პირ.) | 0.7981 ჯ/(კგ·კ |
წარმოქმნის ენტალპია (სტ. პირ.) | -92,31 კჯ/მოლი |
ქიმიური თვისებები | |
pKa | −3.0;[1] −5.9 (±0.4)[2] |
ხსნადობა წყალში | 72,47 (20 °C) გ/100 მლ |
ხსნადობა ნივთიერებაში წყალი | 720 გ/100 მლ |
სტრუქტურა | |
დიპოლური მომენტი | 1.05 დ |
უსაფრთხოება | |
რისკის ფრაზები | R23, R35 |
უსაფრთხოების ფრაზები | (S1/2), S9, S26, S36/37/39, S45 |
კლასიფიკაცია | |
CAS | 7647-01-0 |
PubChem | 313 |
ქლორწყალბადის წყალხსნარს მარილმჟავას უწოდებენ. წყალში გახსნისას მიმდინარეობს შემდეგი პროცესები:
გახსნის პროცესი ძლიერ ეკზოთერმულია. წყალთან HCl წარმოქმნის აზეოტროპულ ნარევს, რომელიც შეიცავს 20,24 % HCl.
მარილმჟავა წარმოადგენს ძლიერ ერთფუძიან მჟავას, ის ენერგიულად ურთიერთქმედებს ყველა იმ ლითონთან რომლებიც ლითონების ელექტროქიმიური აქტივობის როგში წყალბადის მარცხნივ დგანან, ასევე ფუძე და ამფოტერულ ოქსიდებთან, ფუძეებთან და მარილებთან, მარილების — ქლორიდების წარმოქმნით:
ქლორიდები ძალიან გავრცელებულია და ფართოდ გამოიყენება. მათი უმრავლესობა კარგად იხსნება წყალში და მთლიანად დისოცირდებიან იონებად. სუსტად ხსნადია ტყვიის ქლორიდი (PbCl2), ვერცხლის ქლორიდო (AgCl), ვერცხლისწყლის ქლორიდი(I) (Hg2Cl2) და სპილენძის ქლორიდი(I) (CuCl).
ძლიერი მჟანგავების ზემოქმედებისას ან ელექტროლიზის დროს ქლორწყალბადი ავლენს აღმდგენ თვისებებს:
გახურებისას ქლორწყალბადი იჟანგება ჟანგბადით (კატალიზატორი — სპილენძის ქლორიდი(II) CuCl2):
თუმცა, კონცენტრირებული მარილმჟავა რეაგირებს სპილენძთან, ამასთან წარმოიქმნება ერთვალენტიანი სპილენძის კომპლექსი:
3 მოცულობა მარილმჟავისა და ერთი მოცულობა აზოტმჟავის წილების ნარევს "სამეფო წყალი" ეწდება. სამეფო წყალს შეუძლია ოქრო და პლატინაც კი გახსნას. სამეფო წყლის მაღალი ჟანგვითი აქტიურობა განპირობებულია მასში ნიტროზილის ქლორიდის და ქლორის არსებობით, რომელიც იმყოფება წონასწორობაში საწყის ნივთიერებებთან:
ქლორიდ=იონების მაღალი კონცენტრაციის გამო ხსნარში ლითონი ებმება ქლორიდულ კომპლექსებში, რაც ხელს უწყობს მის გახსნას:
ქლორწყალბადისათვის ასევე დამახასიათებელია მიერთების რეაქციები (ელექტროფილური მიერთება):
მიერთდება გოგირდის ანჰიდრიდს, ქლორსულფონის მჟავას წარმოქმნით HSO3Cl:
ლაბორატორიაში ქლორწყალბადს იღებენ, ნატრიუმის ქლორიდზე (სუფრის მარილი) გოგირდმჟავის ზემოქმედებით მცირედი გაცხელებისას:
HCl↑ ასევე შეიძლება მივიღოთ კოვალენტური ჰალოგენიდების ჰიდროლიზით, როგორებიცაა, ტიონიქლორიდი (SOCl2), და კარბონის მჟავის ქლორჰიდრიდების ჰიდროლიზით:
მრეწველობაში ქლორწყალბადი ადრე იღებდნენ ძირითადად სულფატური მეთოდით (ლებლანის მეთოდი), რომელიც ეყრდნობოდა ნატრიუმის ქლორიდისა და კონცენტრირებული გოგირდმჟავის ურთიერთქმედებაზე. ახლა კი ქლორწყალბადის მისაღებად ჩვეულებრივ გამოიყენება მარტივი ნივთიერებების პირდაპირი სინთეზი:
სამრეწველო პირობებში სინთეზი მიმდინარეობს სპეციალურ დანადგარებში, სადაც წყალბადი უწყვეტად იწვის ქლორში, და უშუალოდ ჩირაღდანშივე ერევა მას. ამით მიიღწევა რეაქციის მშვიდი (აფეთქების გარეშე) მიმდინარეობა. წყალბადი მიეწოდება გადაჭარბებით (5 — 10 %), რაც უზრუნველყოფს ბოლომდე იქნას გამოყენებული უფრო ღირებული ქლორი. ასე მიიღება ქლორისაგან სუფთა (ქლორით დაბინძურებულის მაგივრად) მარილმჟავა.
მარილმჟავას იღებენ აიროვანი ქლორწყალბადის წყალში გახსნით.
წყალხსნარი ფართოდ გამოიყენება ქლორიდების მისაღებად, ჭურჭლებისა და ჭაბურღილების ზედაპირის გასაწმენდად კარბონატებისაგან, მადნების დასამუშავებლად, კაუჩუკის წარმოებაში, ნატრიუმის გლუტამინატის, სოდის, ქლორის და სხვა პროდუქტების წარმოებისათვის. ასევე გამოიყენება ორგანულ სინთეზში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.