ქვის ხანა
From Wikipedia, the free encyclopedia
ქვის ხანა — კაცობრიობის განვითარების უძველესი კულტურულ-ისტორიული პერიოდი, როდესაც შრომისა და საბრძოლო იარაღი იქმნებოდა უმთავრესად ქვისგან. თუმცა, აგრეთვე გამოიყენებოდა ხე და ძვალიც. ქვის ხანის ბოლოსთვის, გავრცელება ჰპოვა თიხის ჭურჭლის გამოყენებამ.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fb/National_park_stone_tools.jpg/320px-National_park_stone_tools.jpg)
ქვის ხანა იყოფა სამ ნაწილად: პალეოლითი (ძველი ქვის ხანა), მეზოლითი (შუა ქვის ხანა) და ნეოლითი (ახალი ქვის ხანა). თავის მხრივ, პალეოლითი იყოფა: ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად.
ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლივი ხანაა. იმდროინდელი ნასახლარები საქართველოში მრავალგან არის აღმოჩენილი: დმანისში, კაცხში, ლაშებალთაში, ჭიქიანის მთაზე.[1]